თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance - თიბისი, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო მიმწოდებლად. რიგით 26-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა.
თიბისიმ საერთაშორისო აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.
Global Finance-ის ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის 45%-ზე მეტი წილი უჭირავს, მთლიანი პორტფელი კი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს.
“Global Finance-ის ჯილდო თიბისის გუნდის ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა - ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ გავამარტივოთ ვაჭრობის დაფინანსების პროცესები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ. აქცენტს პროცესების გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე ვაკეთებთ. მიმდინარე წელს ინტერნეტ და მობაილ ბანკში გარანტიების ციფრულად გაცემის სერვისს დავნერგავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის პროდუქტზე ხელმისაწვდომობას, პროცესებს კი დააჩქარებს. სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია და თიბისის გუნდის ექსპერტიზა განაპირობებს ბაზარზე ჩვენს ლიდერობას და ამყარებს თიბისის მიმართ მომხმარებელთა ნდობას, რომელთა რიცხვი იზრდება და დღეისთვის 1000-ზე მეტ კლიენტს აერთიანებს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
„გლობალური ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზეა - ბანკები და სერვისის მიმწოდებლები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ პლატფორმებს, რათა გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და გაზარდონ გამჭვირვალობა. წელს ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებლების ჯილდოები იმ კომპანიებს გადავეცით, რომლებიც თავიანთ მომხმარებლებს უმაღლესი დონის სერვისით, ტექნოლოგიებითა და რისკების მართვით ხელს უწყობენ ეფექტიან ვაჭრობაში”, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება
24.04.2026.18:42
27 აპრილს, 17:00 საათზე, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესის წარმომადგენლებისა და დაინტერესებულ პირებისთვის ვორქშოპი - „AgriTech და GreenTech ინოვაციები“ გაიმართება. შეხვედრას თამთა მამულაიძე და გოგა საათაშვილი გაუძღვებიან.
ვორქშოპი დაეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიების როლს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის განვითარებაში. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას იმ ინოვაციურ მიდგომებზე, რომლებიც ბიზნესებს ეფექტიანობის ზრდაში, რესურსების უკეთ მართვასა და მდგრადი განვითარების მიმართულებით წინსვლაში ეხმარება.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება:
• AgriTech ტექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში;
• მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადი წარმოების პრაქტიკა;
• რესურსების ეფექტიანი მართვა აგრობიზნესში;
• ინოვაციების გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისათვის.
ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, იმსჯელონ აგრობიზნესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის რეალურ შესაძლებლობებზე და მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი საქმიანობისთვის.
ღონისძიება 27 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკის 4B სივრცეში გაიმართება.
საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრების სერიას, რომლის მიზანია მეწარმეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა ცოდნის გაზიარებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობით.