მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

news image

თიბისის ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს მობაილბანკში ინვოისების მართვის ფუნქციონალით ისარგებლონ და კიდევ უფრო გაიმარტივონ ყოველდღიური საქმიანობა. ახალი, ინოვაციური გადაწყვეტა  მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და მას მაქსიმალურად აზღვევს შესაძლო ხარვეზებისგან.

თუკი აქამდე, ინვოისისთვის, მეწარმეებს PDF ან Ecxel-ის ფაილში შაბლონის შექმნა, მესამე პირის მონაცემების ხელით შეყვანა, დოკუმენტის მეილზე გადაგზავნა და პროცესის რამდენიმე აპლიკაციაში მართვა უწევდათ - ახალი ფუნქციონალი მათ შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და მარტივად, ავტომატურად დააგენერირონ ონვოისი, გადაგზავნონ ის, გადარიცხონ თანხა და აკონტროლონ ჩარიცხვის სტატუსი მობაილბანკშივე, აპლიკაციიდან გაუსვლელად.  ამასთანავე, ყველა ინვოისი და ჩარიცხვის დამდასტურებელი დოკუმენტი, ერთ სივრცეში, ბიზნეს მობაილბანკში იქნება თავმოყრილი. 

ინოვაციური გადაწყვეტით, ბიზნესმომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ის მაქსიმალურად დაზღვეულია შესაძლო ხარვეზებისგან.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ეფექტიანია არა მხოლოდ მეწარმისთვის, არამედ მყიდველისთვისაც, რომელსაც ინვოისი მობაილბანკში გაეგზავნება და მას აღარ მოუწევს მომწოდებლის მონაცემების ხელით შეყვანა. ინვოისის მიღების შემდეგ, გადარიცხვის ღილაკზე დაწკაპუნებით, თანხა კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების მომწოდებელ კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხება.

ფინანსების ერთ სივრცეში სამართავად,  ასევე, ინვოისების მართვის ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადმოწერეთ თიბისის ბიზნეს მობაილბანკი -  https://tbc-business.onelink.me/Ierb/w9ok9vfz  და გაიმარტივეთ ყოველდღიურობა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაფართოება, ახალი მიმართულებები და იმპორტ-ექსპორტის განვითარება - ARTE განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

29.04.2026.16:00

ARTE ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომო აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კომპანიის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს ARTE-ს დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი ესაუბრა.
„მეორე ფილიალის დამატებასთან ერთად, მომხმარებელთა მისაღები სივრცე სრულად გადავაკეთეთ და შოურუმი ცალკე გამოვყავით, რამაც წარმოების გაფართოების პროცესის დაწყების შესაძლებლობა მოგვცა.

გადავედით გუნდის გაფართოების ეტაპზე - ვამატებთ თანამშრომლებს და ვაძლიერებთ საოპერაციო პროცესებს. პარალელურად, მიმდინარეობს ლიდერი კადრების შერჩევა, რომლებიც კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპებს წარმართავენ.

ახლო პერიოდში ვგეგმავთ ბეჭდვის მიმართულებით ახალი დანადგარების დამატებას, ასევე იწყება სამკერვალოს გაფართოება, რაზეც ამ ეტაპზე ინტენსიურად ვმუშაობთ “, - ამბობს ნინო გიგინეიშვილი.

კომპანია ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს და მომხმარებელთა მოთხოვნებზე ოპერატიულად რეაგირებს.

„ასორტიმენტს მუდმივად ვაფართოებთ - მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად სწრაფად ვრეაგირებთ და თითქმის ყოველდღიურად ვამატებთ ახალ პოზიციებს. მნიშვნელოვნად გავზარდეთ წარმადობაც.

იანვარ-თებერვალი შედარებით ნაკლებად დატვირთული პერიოდი იყო, რაც გამოვიყენეთ შიდა პროცესების დასარეგულირებლად - გავმართეთ გაყიდვების CRM სისტემა, დავალაგეთ ოპერაციული პროცესები, მარაგების მართვა და შესყიდვების მიმართულება, რათა ყველაფერს უფრო სისტემური სახე მიეღო.

ამასთან, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან - ჩვენი პორტფელი ყოველდღიურად იზრდება და გვყავს არაერთი სტაბილური დამკვეთი, მათ შორის მრავალი მსხვილი და ბრენდული კომპანია “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ARTE სამომავლოდ იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით აქტიურ განვითარებას გეგმავს.

„გვსურს საწარმოს აშენება და გაფართოება. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ არსებული რესურსები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის დაფინანსება, და ეტაპობრივად განვახორციელოთ საწარმოს გაფართოება.

გარდა ამისა, გამოცხადებული გვაქვს იმპორტის მენეჯერის ვაკანსია, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება და აქტიურად გავზარდოთ უცხოური პროდუქციის შემოტანა.

პირადად გავდივარ საწარმოს დაფინანსებისა და ექსპორტის კურსს, რაც საშუალებას მოგვცემს მომავალში ექსპორტის მიმართულებაც სისტემურად განვავითაროთ. შესაბამისად, კომპანია უკვე აქტიურად იწყებს მუშაობას როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის განვითარებაზე “, - აღნიშნავს ნინო გიგინეიშვილი.

ინფორმაციისთვის, ARTE-ს საკმაოდ ბევრი, მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებითა და მაღალი პასუხისმგებლობით. პროდუქცია იწარმოება საქართველოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა