მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

news image
mbc image

60 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი, 3-ჯერ გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობა და პარტნიორი ობიექტების ბრუნვა- ასეთია თიბისის წლევანდელი შავი პარასკევის შეთავაზების შედეგები.

წელს ბრენდმა მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა, შეეძინათ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა დროს, Black Friday-ზე იძენდნენ ხოლმე. 28 ნოემბერს- ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებმა, ჯამში 60 ათასმა მომხმარებელმა, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებითი 30%-იანი  ქეშბექით ისარგებლეს. მომხმარებლებს ქეშბექი მომენტალურად უბრუნდებოდათ, რაც შოპინგის გაგრძელების და კიდევ მეტი ნივთის ყიდვის შესაძლებლობას აძლევდათ. 

წინასასკოლო სეზონი, შავი პარასკევი, ახალი წელი…. – ეს ის პერიოდები და თარიღებია, რომლებსაც თიბისის მომხმარებლები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან ზუსტად იციან, რომ მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალფეროვან შეთავაზებებს მიიღებენ. იმისათვის, რომ შეთავაზებები ყველა ტიპის მომხმარებლის ინტერესისა და საჭიროების გათვალისწინებით შექმნას, თიბისის ლოიალობის გუნდი თითოეულ კამპანიას საგულდაგულოდ, რამდენიმე თვით ადრე, მომხმარებელთა უკუკავშირზე დაყრდნობით გეგმავს.

"ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა, ჯერ კიდევ, სანამ კამპანიას დავიწყებდით, თუ რომელ ობიექტებში სურდათ შეთავაზება გვქონოდა - მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა მათგანის სურვილი გაგვეთვალისწინებინა, შედეგად, ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. ყველას მოეწონა შეთავაზებები - კარგი ფასდაკლება, პლუს ქეშბექი", -  ანა ორბელაძე, თიბისის ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერი. 

შავი პარასკევის შეთავაზებების დროს გაიზარდა თიბისის პარტნიორი ბიზნესების საშუალო დღიური ბრუნვაც, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიბისი მსგავსი კამპანიებით მნიშვნელოვნად აძლიერებს და მხარს უჭერს ბიზნესების საქმიანობასაც.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება

16.10.2026.15:57

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.

წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.

ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:

• სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას იმოქმედებს 20%- იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);

• PLUS ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ ათჯერ მეტი PLUS ქულა.

გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში.

შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ბმულს.

ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა