მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO

news image

გაზაფხულის სეზონის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, SOLO წინანდლის მამულის ღონისძიებების სერიის - “ვარდობისთვის” გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.

“ვარდობისთვე” „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მუსიკალურ და პოეზიის საღამოებს, კულტურულ ღონისძიებებს, დაათვალიერონ გამოფენები და მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში, რომლებიც წინანდლის მამულს კიდევ ერთხელ აქცევს შეხვედრებისა და შთაგონების სივრცედ.

„ვარდობისთვის“ ფარგლებში, წინანდლის ამფითეატრში პირველად გაიმართება „სუხიშვილების“ ფესტივალი. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება განსხვავებული პროგრამები, რომლებიც აერთიანებს ანსამბლის მრავალწლიანი რეპერტუარის გამორჩეულ ნაწილს და თანამედროვე ხედვას.

ვარდობისთვის პროგრამა

22,23,24 მაისი | სუხიშვილების ფესტივალი: კლასიკური პროგრამა, „ზეკარი” და „ქარაბშა”

14 მაისი | იბერო-ამერიკული პოეზიის საღამო დათო ტურაშვილის მონაწილეობით

15 მაისი | დათო მაღრაძის ლექსების კრებულის „ჰამლეტის სარკე“ და ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნის „ვარსკვლავქვეშეთში” პრეზენტაცია

ფესტივალის ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე tkt.ge 

“ვარდობისთვის” ფარგლებში, SOLO Visa ბარათით გადახდისას ბილეთებზე მოქმედებს 20% ფასდაკლება.

ამასთან, მთელი თვის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები ისარგებლებენ 50%-იანი ფასდაკლებით წინანდლის მამულის სასტუმროს ნომრებზე (გარდა “სუხიშვილების” ფესტივალის თარიღებისა).

ვარდობისთვის ორგანიზატორი და მასპინძელია: სილქ ჰოსფითალითი და წინანდლის მამული.

გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი: SOLO

სპონსორები: Visa, Silknet, Borjomi

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმადობის ზრდა, ახალი შოურუმი და ექსპორტი - როგორია Lepert-ის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა

28.04.2026.14:00

Lepert•ლეპერტ სუვენირებისა და აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 6 წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia, კომპანიის პარტნიორს, გიორგი გრიგალაშვილს ესაუბრა.

„სიახლე ის არის, რომ ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და ახალ სივრცეში გადასვლას. პროცესები უკვე დაწყებულია და მალე დავიწყებთ საკუთარი წარმოების მშენებლობას, რაც განსაკუთრებით გვახარებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მრავალმხრივ განვვითარდეთ.

გარდა ამისა, ვგეგმავთ საკუთარი შოურუმის შეძენასა და მოწყობას. სივრცე მრავალფუნქციური იქნება. მომხმარებლებს შევთავაზებთ არა მხოლოდ ჩვენს ნივთებს, არამედ ღვინოსაც. ასევე ვგეგმავთ მასტერკლასების ჩატარებას ნივთების ჩამოსხმის მიმართულებით და შოკოლადის ხაზის განვითარებას. გვაქვს არაერთი იდეა, რომლის ეტაპობრივ განხორციელებასაც ვაპირებთ.

შოურუმისთვის ორ ლოკაციას განვიხილავთ - ერთ-ერთი ფიროსმანის ქუჩაა, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად აქტიურია და ვგეგმავთ, თავად შევქმნათ იქ მიზიდულობის ახალი წერტილი, მათ შორის ტურისტული მიმართულებით. პარალელურად, ალტერნატიულ ლოკაციად ძველ თბილისში სხვა სივრცეც გვაქვს შერჩეული და ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვართ “, - აცხადებს გიორგი გრიგალაშვილი.

მოთხოვნა „ლეპერტის“ აქსესუარების მიმართ საკმაოდ მზარდია.

მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს განვითარების საჭიროებას. ვგეგმავთ პროდუქციის ექსპორტზე გატანას, თუმცა ამ ეტაპზე წარმადობის შეზღუდული რესურსი და სივრცის სიმცირე გვაფერხებს. სწორედ ამიტომ, დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულებთ ახალი შენობის მშენებლობას და გადავინაცვლებთ იქ. შეძენილი გვაქვს დანადგარები, რომელთა სრულად გამოყენებას ამ ეტაპზე არსებული სივრცის გამო ვერ ვახერხებთ, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა “, - ამბობს კომპანიის პარტნიორი.

კომპანია მუდმივად ანახლებს ასორტიმენტს და მომხმარებელს მრავალფეროვან კოლექციებს სთავაზობს.

„ასორტიმენტს დავამატეთ ახალი კოლექცია - „მონეტების ქარიშხალი დედამიწის გარშემო“. მასში წარმოდგენილია 9 ქართული არქეოლოგიური მონეტა, რომლებიც ალეგორიულად ასახავს საქართველოს როლს მსოფლიო ფულის განვითარებაში. იდეა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ეპოქაში ქართველებს საკუთარი ვალუტა ჰქონდათ, ხოლო კომპოზიციაში მონეტები დედამიწის გარშემო ბრუნავს “, - განმარტავს გიორგი გრიგალაშვილი.

კომპანია, სამომავლოდ სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას გეგმავს.

„ჩვენი სამომავლო გეგმებია წარმადობის ზრდა, ახალ შოურუმში გადასვლა, ექსპორტის მიმართულებით მუშაობის დაწყება და პროდუქციის ასორტიმენტში შოკოლადის ხაზის დამატება “, - აღნიშნავს კომპანიის პარტნიორი.

ინფორმაციისთვის, Lepert-ის მაღაზია ამჟამად მდებარეობს იოანე შავთელის ქუჩა №26-ში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა