ვგეგმავთ შოურუმის გახსნას - „ავლინი“
ეზოს და გარე ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ავლინი“ რვა წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, Business Insider Georgia „ავლინის“ თანადამფუძნებელს თეონა სულაშვილს ესაუბრა.
„სიახლე ის არის, რომ თერმული დანადგარი, რომელიც ბოლომდე არ იყო ამოქმედებული, რადგან სეზონი არ იყო დაწყებული სრულად ავამოქმედეთ და უკვე გვყავს მუდმივი დასაქმებული. აქამდე მხოლოდ ჩვენ ვმუშაობდით და პერიოდულად ერთი ადამიანი გვეხმარებოდა, ახლა კი მუდმივი თანამშრომელი გვყავს “, - ამბობს თეონა სულაშვილი.
კომპანიის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„ჩვენი კომპანია მუდმივად იზრდება. საქმიანობა 8 წლის წინ დავიწყეთ, მაშინ წლიური შემოსავალი მხოლოდ 10 000 ლარი გვქონდა, რაც იმ დროს ძალიან გვიხაროდა. დღეს უკვე დღგ-ს გადამხდელები ვართ. ჩვენს მიმართ როგორც ცნობადობა, ისე ნდობა იზრდება და მომხმარებლებიც არ გვაკლია “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„ავლინი“ აქტიურად გეგმავს თბილისში შოურუმის გახსნას გეგმავს.
„ვგეგმავთ თბილისში შოურუმის გახსნას. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და სავარაუდოდ მომავალ გაზაფხულზე შევძლებთ მის გახსნას. ახლა არ ვიწყებთ, რადგან სეზონი ნელ-ნელა იწურება და უსეზონობის პერიოდში ახალი სივრცის გახსნა არ გვსურს. თბილისში შოურუმის გახსნა ნამდვილად დიდი ნაბიჯი იქნება ჩვენი კომპანიისთვის “, - აღნიშნავს თეონა სულაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია ქარელში მდებარეობს და პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ონლაინ ახორციელებს.
სხვა სიახლეები
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
15.05.2026.18:45
კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, ყურადღება სამ მთავარ ფინანსურ მაჩვენებელს მიაქციონ
სალომბარდე მომსახურების ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებლის ინფორმირებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას აგრძელებს. კომპანია განმარტავს სამ ძირითად ფინანსურ მაჩვენებელს, რომელთა ცოდნა მომხმარებელს ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
„ექსპრეს ლომბარდის“ მიზანია, თითოეული მომხმარებლისთვის ფინანსური ვალდებულებები იყოს პროგნოზირებადი, ე.წ ფარული ხარჯებისა და გაურკვეველი პირობების გარეშე.
სამი მთავარი ფინანსური მაჩვენებელი, რომელიც სესხის ღირებულებას განსაზღვრავს
1. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი
ეს არის ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სესხის ყოველთვიურ შენატანზე. „ექსპრეს ლომბარდში“ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხებზე 1.5%-დან იწყება (ეფექტური 19.57%-დან). კომპანია გარანტიას იძლევა, რომ ეს პირობა არ შეიცავს ფარულ ხარჯებს და მომხმარებელი დამტკიცებულ თანხას სრულად, შემცირების გარეშე მიიღებს. ეს გამორიცხავს არსებულ პრაქტიკას, როდესაც დაბალი პროცენტის სანაცვლოდ მომხმარებელს ადგილზე განსხვავებული ან შემცირებული პირობები ხვდება.
2. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
სესხის რეალური ღირებულების შესაფასებლად ყველაზე ზუსტი მაჩვენებელი ეფექტური საპროცენტო განაკვეთია, რადგან ის ასახავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს წლიურ ჭრილში. „ექსპრეს ლომბარდში“ ეფექტური განაკვეთი 19.57%-დან იწყება. ეს მაჩვენებელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ობიექტურად შეადაროს სხვადასხვა შეთავაზება და დაინახოს სესხის სრული ღირებულება.
3. სესხის გაცემის საკომისიო - 0%
„ექსპრეს ლომბარდის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა სესხის გაცემის საკომისიოს არარსებობა. მომხმარებელი თავისუფალია ნებისმიერი დამატებითი გადასახადისგან სესხის დამტკიცებისას და იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, რაც ფინანსურ ურთიერთობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.
დამატებითი უპირატესობები მომხმარებლისთვის
გამჭვირვალე საპროცენტო პოლიტიკასთან ერთად, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელს სხვა ხელსაყრელ პირობებსაც სთავაზობს:
„ექსპრეს ლომბარდი“ განაგრძობს მომხმარებლის ფინანსური განათლების მხარდაჭერას და მოუწოდებს მათ, ყოველთვის დეტალურად გაეცნონ სალომბარდე სესხის პირობებს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს: *3939