მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა - კვლევა

news image

Galt & Taggart-ი ახალ პუბლიკაციას ,,სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი საქართველოში" აქვეყნებს. 

Galt & Taggart-ის შეფასებით, ბოლო წლებში სექტორის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა აქტივობამ გამოიწვია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. 2026-ში მოსალოდნელია ბინების რეკორდული რაოდენობის ჩაბარება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. ასევე, ირანის კონფლიქტის ფონზე სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს.

მძიმე მრეწველობის სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება (66% ადგილობრივი წარმოება). ბეტონის წარმოება 2024-25-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდული ნებართვებისა და ინფრასტრუქტურული დანახარჯების გამო. 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა. 2022-24-ის სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025-ში დასტაბილურდა, თუმცა 2026-ში ირანის კონფლიქტის ფონზე ფასების ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია.

სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ჩინეთი არიან. სარემონტო მასალების ქვესექტორის შემოსავლების ზრდა თანხვედრაშია ფასის დინამიკასთან. მეორეს მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქვესექტორების შემოსავლები ბოლო 3 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მზარდი მოთხოვნით და შემცირებული ფასებითაა გამოწვეული. 2026-ში ორივე ქვესექტორის შემოსავლებში ზრდაა მოსალოდნელი.

,,მშენებლობის ინდუსტრიის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა მოთხოვნამ წაახალისა, საჯარო და კერძო სექტორებიდან. ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, 2026 წელს მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს. სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯები 2025 წელს შემცირდა, რიკოთის პროექტის დასრულების და პროექტების ნაწილის გადავადების გამო. 2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა $5.9 მილიარდს მიაღწია 2025 წელს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, Galt & Taggart-ის შეფასებით, 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ენერგეტიკა ის სფეროა, რომელშიც საქართველოში, მათ შორის ეროვნულ დონეზე, არაერთი პატენტი გაიცემა - სოსო გიორგაძე

28.04.2026.10:40

საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოში უცხოური პატენტების რაოდენობის ზრდას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებითა და ინვესტორთა ნდობის ამაღლებით ხსნის. როგორც  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, საერთაშორისო განაცხადების მატება პირდაპირ მიუთითებს საქართველოს ბაზრისადმი მზარდ ინტერესზე, თუმცა პარალელურად, იგი ხაზს უსვამს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობას, რადგან ინოვაციური ეროვნული პატენტების შექმნა სწორედ ძლიერ სამეცნიერო ბაზისზეა დამოკიდებული.

რამდენიმე დღის უკან თბილისში საქპატენტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ გაიმართა.

„ამ კონფერენციის ფარგლებშიც პანელური დისკუსიები გაიმართა, ორი პანელური დისკუსია იყო. ერთი შედგებოდა უნივერსიტეტებისგან, რომლებიც ბუნებრივია სამეცნიერო საზოგადოების გარეშე შეუძლებელია პატენტის, გამოგონების შექმნა. თუ არ არსებობს ძლიერი სამეცნიერო საზოგადოება, აკადემიური საზოგადოება, ბუნებრივია ვერ ვქმნით ეროვნულ პატენტებს. საქართველოში გაზრდილია რა თქმა უნდა უცხოური პატენტები, უცხოური განაცხადები - ეს პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის ბაზრისადმი ინტერესთან. თუ ქვეყნის ბაზარი არ აინტერესებს ინვესტორს, ის ბუნებრივია თავის გამოგონებასაც არ იცავს. როდესაც ის ფიქრობს, რომ ეს ბაზარი მისთვის არის საინტერესო, თუკი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ადამიანები არიან მსყიდველუნარიანები და ეკონომიკა იზრდება, ბუნებრივია ცდილობს რომ თავისი პროდუქტი დაიცვას. ასე ხდება როდესაც გამოგონებაა სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნა საქპატენტის თავმჯდომარემ.

სოსო გიორგაძე საქართველოში ბიზნესის მხრიდან სამეცნიერო ინოვაციებით დაინტერესების ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და საუკეთესო მაგალითად ენერგეტიკის სექტორი მოჰყავს. გიორგაძის განცხადებით, ადგილობრივი ინვესტორები სულ უფრო ხშირად დებენ რესურსს საინჟინრო გამოგონებებში, მათ შორის განახლებადი ენერგიის წყაროების დახვეწაში, და ამ ინვესტიციების დასაცავად აქტიურად იყენებენ პატენტირების ეროვნულ მექანიზმებს, რაც უზრუნველყოფს მათი ინტელექტუალური შრომის ნაყოფის უნებართვო გამოყენებისგან დაცვას.

„საქართველოშიც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, მოგეხსენებათ, ენერგეტიკა. ენერგეტიკა ის სფეროა, რომელშიც საქართველოში მათ შორის ეროვნულ დონეზე არაერთი პატენტი გაიცემა და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, მათ შორის რომ გარდა იმისა, რომ ხდება, ანუ ინვესტორები თავიანთ ინვესტიციას ახორციელებენ უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობაში, როგორ დახვეწონ მაგალითად წყლისგან, მზისგან თუ ქარისგან ენერგიის მიღების წყაროები - ეს შეიძლება ნულ მთელი მეასედებით იყოს ასე ვთქვათ შედეგიანობის ზრდა, მაგრამ საერთო ჯამში ეს უზარმაზარ თანხებთან იყოს დაკავშირებული და უზარმაზარ რესურსთან. ერთი მხრივ ძალიან საინტერესოა, რომ ბიზნესმენები უკვე საქართველოში ინტერესდებიან, რომ განახორციელონ კონკრეტული ინვესტიცია და მეორე მხრივ მათ იციან, რომ იმისთვის, რომ ეს ინვესტიცია იყოს დაცული, სხვამ არ გამოიყენოს უნებართვოდ მათ მიერ, მათი დაკვეთით შესრულებული გამოგონებები, საჭიროა მისი დაცვა და როგორც უკვე აღვნიშნე ეროვნულ დონეზე ასეთი განაცხადები გვაქვს.

თუმცა, მე ვისურვებდი, რომ ასევე სხვა მიმართულებითაც იყოს განაცხადები. მაგალითად ძალიან კარგი მაგალითია ფაგების ინდუსტრია, რომელიც საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ასევე ბატონი რატი ღოლიჯანაშვილი იყო წარმოდგენილი, რომელმაც ისაუბრა ფაგების ინდუსტრიასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იწარმოება და ბაზარი მუდმივად მზარდია. მე არ ვარ მედიცინის სპეციალისტი, მაგრამ ჩემთვისაც კი ძალიან მკაფიოდ აღსაქმელია. როდესაც საუბარია, რომ მსოფლიოში იზრდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ადამიანების რაოდენობა, სადაც ანტიბიოტიკი ვეღარ თამაშობს საჭირო, საკმარის ფუნქციას, რომ ასე ვთქვათ უმკურნალოს ამა თუ იმ დაავადებას, ამ დროს პრაქტიკულად შეუცვლელ როლს ასრულებს ფაგები, რომლის კულტურა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ქვეყანა სადაც  დაიბადა და განვითარდა ნამდვილად იყო საქართველო. შესაბამისად ფაგები ეს ის ნაწილია, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ ქართული პატენტი, არამედ ევროპული პატენტი და ვფიქრობთ, რომ ეს ინდუსტრია ასევე მზარდია. ისინი ძალიან კარგად თანამშრომლობენ ჩვენთან და როგორც უკვე გითხარით დაცულია მათი შემოქმედება და ვფიქრობ, რომ მედიცინა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც ასევე შესაძლებელია განვავითაროთ მაქსიმალურად საპატენტო გამოგონებების სფერო. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის განვითარება მთლიანად არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ზოგადად სისტემის განვითარება მათ შორის სამინისტროს მონაწილეობით იმდენად კარგად მიმდინარეობს, მათ შორის ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, რომ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება არა მხოლოდ ფაგების, არამედ სხვა მიმართულებით სხვადასხვა ტიპის გამოგონებები და მე ყველას წარმატებას ვუსურვებ ბუნებრივია“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა