მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

2026 წელს ცემენტის ფასის 7%-ით ზრდაა მოსალოდნელი - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart-ი ახალ პუბლიკაციას ,,სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი საქართველოში" აქვეყნებს. 

Galt & Taggart-ის შეფასებით, ბოლო წლებში სექტორის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა აქტივობამ გამოიწვია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. 2026-ში მოსალოდნელია ბინების რეკორდული რაოდენობის ჩაბარება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. ასევე, ირანის კონფლიქტის ფონზე სამშენებლო მასალების გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს.

მძიმე მრეწველობის სამშენებლო მასალები ძირითადად საქართველოში იწარმოება (66% ადგილობრივი წარმოება). ბეტონის წარმოება 2024-25-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეკორდული ნებართვებისა და ინფრასტრუქტურული დანახარჯების გამო. 2025 წელს დაწესებულმა ტარიფმა რუსული და ირანული არმატურის იმპორტი თურქულით ჩაანაცვლა და ადგილობრივი წარმოება წაახალისა. 2022-24-ის სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025-ში დასტაბილურდა, თუმცა 2026-ში ირანის კონფლიქტის ფონზე ფასების ზრდის დაჩქარება მოსალოდნელია.

სექტორი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული და მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და ჩინეთი არიან. სარემონტო მასალების ქვესექტორის შემოსავლების ზრდა თანხვედრაშია ფასის დინამიკასთან. მეორეს მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ქვესექტორების შემოსავლები ბოლო 3 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რაც მზარდი მოთხოვნით და შემცირებული ფასებითაა გამოწვეული. 2026-ში ორივე ქვესექტორის შემოსავლებში ზრდაა მოსალოდნელი.

,,მშენებლობის ინდუსტრიის სწრაფი ზრდა გაზრდილმა ფასებმა და რეკორდულმა მოთხოვნამ წაახალისა, საჯარო და კერძო სექტორებიდან. ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, 2026 წელს მოსალოდნელია სამშენებლო მასალების გაძვირება, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდას დააჩქარებს. სახელმწიფო კაპიტალური დანახარჯები 2025 წელს შემცირდა, რიკოთის პროექტის დასრულების და პროექტების ნაწილის გადავადების გამო. 2026 წელს მოსალოდნელია მშენებარე ბინების რეკორდული რაოდენობის დასრულება, რაც სარემონტო მასალების ინდუსტრიას წაახალისებს. სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა $5.9 მილიარდს მიაღწია 2025 წელს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, Galt & Taggart-ის შეფასებით, 2022-24 წლებში სწრაფი ზრდის შემდეგ ცემენტის ფასები 2025 წელს დასტაბილურდა, თუმცა 2026 წელს ფასის 7%-ით ზრდაა მოსალოდნელი. 

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image GITA-მ „5000 IT სპეციალისტის პროგრამაზე“ მიღება დაასრულა - 1 000 აპლიკანტი სწავლას სახელმწიფო დაფინანსებით იწყებს

28.04.2026.11:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) „5000 IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის“ ფარგლებში აპლიკანტთა მიღებისა და ჩარიცხვის პროცესი დაასრულა. პროექტის მიმდინარე ეტაპზე, სახელმწიფო დაფინანსებით, სწავლის უფლება 1 000-მა აპლიკანტმა მოიპოვა.

ჩარიცხულთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: პროგრამირება - 500 სტუდენტი; დიზაინი - 250 სტუდენტი; მართვა/მხარდაჭერა - 150 სტუდენტი; ხელოვნური ინტელექტი (AI) - 100 სტუდენტი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა აღნიშნავს, რომ Do IT in Georgia-ს საბაზისო უნარების პროგრამის მეოთხე ნაკადზე რეკორდული რაოდენობის - 31 000-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა.

“შემოსული განაცხადებიდან 1000 აპლიკანტი, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, ყველაზე მოთხოვნად IT უნარებს დაეუფლება. აღსანიშნავია, რომ საქართველო წარმოადგენს ტექნოლოგიურ გზაჯვარედინს და იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს, საჭიროა უზრუნველყოს ტალანტების მუდმივი განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული პროექტი” - განაცხადა თორნიკე ჯობავამ.

პროექტის მეოთხე ნაკადის ფარგლებში, პროცესში 13 საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ჩართული. ჯამში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოდგენილი 72 კურსიდან მათთვის სასურველი, მაქსიმუმ 5 სასწავლო პროგრამა შეერჩიათ.

აღსანიშნავია, რომ მეოთხე ნაკადისთვის სასწავლო მოდულები კიდევ უფრო გაფართოვდა და დაემატა ხელოვნური ინტელექტის (AI) სპეციალიზებული კურსები: AI Engineering & Data და Creative AI & Prompting.

პროგრამა ინიციატივის „Do IT in Georgia“-ს შემადგენელი ნაწილია. მისი სტრატეგიული ამოცანაა საქართველოში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის მომზადება, მოქალაქეების ციფრულ სამყაროსთან ადაპტაცია და შრომის ბაზარზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

IT კურსების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია ინტეგრირებულ ონლაინ პლატფორმაზე - edu.doit.gov.ge.  აღნიშნული რესურსი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთიან სივრცეში გაეცნონ პროფესიული განვითარების ყველა შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ციფრულ ინდუსტრიაში კარიერული გზის დაგეგმვას. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა