მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0008
flag
AZN 1.575
-0.0011
flag
CNY 39.368
0.0001
flag
EUR 3.1146
-0.0055
flag
GBP 3.5759
-0.0079
flag
KZT 57.23
0.0015
flag
TRY 0.0587
-0.0001
flag
USD 2.6774
-0.0015
news banner

თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება

news image

აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც მოიცავს: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას. აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს.

დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი.

ასევე, გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა

18.05.2026.17:28

დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა.

ამით წარმატებით დასრულდა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პროექტის მრავალწლიანი განხორციელების ისტორიული პროცესი — სტრატეგიული ინიციატივა, რომელსაც 2007 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთობლივი ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი.

ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკება მხარეებს შორის და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძლიერი პოლიტიკური ნების, მჭიდრო კოორდინაციისა და ინტენსიური ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა დარჩენილი საკითხის წარმატებით გადაწყვეტა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში პროექტს თან ახლდა არაერთი ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, სამართლებრივი და ორგანიზაციული გამოწვევა, რაც აფერხებდა მის სრულყოფილად დასრულებასა და სრულმასშტაბიან ექსპლუატაციაში შესვლას, რაც წარმატებით დასრულდა.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა წარმოადგენს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტს, რომელიც დაფუძნებულია საერთო ხედვაზე, რეგიონულ პარტნიორობასა და აზიასა და ევროპას შორის მდგრადი დაკავშირებადობის გაძლიერების საერთო მიზანზე. პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსგავსი მასშტაბის რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, კოორდინაციითა და პარტნიორობით.

ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღეს უკვე წარმოადგენს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო კომპონენტს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტების ფორმირებაში. პროექტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ჩინეთსა და ევროპას შორის მზარდი სატვირთო ნაკადებისა და შუა დერეფნის მიმართ გაზრდილი საერთაშორისო ინტერესის ფონზე.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირება მნიშვნელოვნად ამცირებს ტვირთების გადაზიდვის დროს აზიასა და ევროპას შორის — დაახლოებით 10 დღემდე, ხოლო დერეფნის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონას აღწევს. ეს ქმნის შესაძლებლობებს რეგიონული ვაჭრობის გაფართოების, სატრანზიტო პოტენციალის ზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

პროექტი ასევე მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბების, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და ეფექტიან დაკავშირებადობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ოპერატორი იქნება საქართველოს რკინიგზა, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ქართული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს შუა დერეფნის ეფექტიანი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა