მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ADB-მა 2025 წელს ოპერაციები $29.3 მილიარდამდე გაზარდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადობის გასაძლიერებლად

news image

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2025 წელს საკუთარი რესურსებიდან 29.3 მილიარდი აშშ დოლარის ($) დაფინანსება გამოყო და ამავდროულად განახორციელა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის დასახმარებლად ცვლილებებთან ადაპტაციასა და გამოწვევების შესაძლებლობებად ქცევაში. დღეს გამოქვეყნებული ADB-ის 2025 წლის წლიური ანგარიში აჯამებს ბანკის ოპერაციულ, ინსტიტუციურ და ფინანსურ შედეგებს სირთულეებითა და გაურკვევლობით გამორჩეულ 2025 წელს.

„2025 წელს ჩვენი ოპერაციების მეშვეობით უპრეცენდენტოდ გაიზარდა რეგიონისთვის გაწეული დახმარება. ველოდებით, რომ 2024 წელთან შედარებით 20%-ით გაზრდილი დაფინანსება გავლენას იქონიებს 3.3 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილზე და 180 მილიონზე მეტ ადამიანს მოუტანს სარგებელს,” — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ. „ეს აჩვენებს ADB-ის უნარს, უზრუნველყოს მხარდაჭერა იმ მასშტაბითა და სისწრაფით, რომელიც შეესაბამება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მოთხოვნებს.”

მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის გაცემული სესხების, გრანტების, კაპიტალდაბანდებების, გარანტიებისა და ტექნიკური დახმარების მოცულობა 2024 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და $29.3 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულს თან ერთვოდა პარტნიორების მიერ გაწეული $14.7 მილიარდის ოდენობის მხარდაჭერა.

2025 წელს ADB-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კერძო სექტორის განვითარება განისაზღვრა, რამაც მის მიერ გამოყოფილი ფინანსური ვალდებულებების $5.5 მილიარდი შეადგინა, ხოლო საჯარო სექტორში გამოყოფილი ფინანსური ვალდებულებების ნახევარი პირდაპირ მიმართული იყო ინფრასტრუქტურის, რეფორმებისა და ინსტიტუტების მხარდაჭერისკენ კერძო ინვესტიციების ხელშესაწყობად. ADB-ის უნიკალური შესაძლებლობები აქვს კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად, რადგან მისი საჯარო და კერძო სექტორის ოპერაციები ერთ ორგანიზაციულ სტრუქტურაშია გაერთიანებული, წარმოადგენს ერთ იურიდიულ ერთეულს და იყენებს საერთო ბუღალტრულ ბალანსს.

ADB-მა $8.3 მილიარდი გამოყო ცენტრალურ და დასავლეთ აზიის რეგიონში, $1.4 მილიარდი — აღმოსავლეთ აზიაში, $680 მილიონი — წყნარი ოკეანის რეგიონში, $9.7 მილიარდი სამხრეთ აზიაში და $9 მილიარდი — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო $302 მილიონი მიმართული იყო რეგიონულ პროექტებზე. დაფინანსების ყველაზე დიდი წილი მიიღო ფინანსურმა სექტორმა, ტრანსპორტმა და საჯარო სექტორის მართვამ.

2025 წელს ADB-მა დაამტკიცა მნიშვნელოვანი და ინოვაციური ინსტიტუციური რეფორმები, რომელთა მიზანია განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის მაღალი ხარისხისა და მიზნობრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. მათ შორის იყო:

ცვლილება ADB-ის წესდებაში, რომელმაც მოხსნა ბანკის დაკრედიტების შეზღუდვა და შესაძლებელი გახადა დაფინანსების შესაძლებლობების 50%-ით ზრდა აქციონერების მხრიდან საერთო კაპიტალის გაზრდის გარეშე;

ენერგეტიკული პოლიტიკის განახლება განვითარებად წევრ ქვეყნებში ენერგიაზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხოების უკეთ მხარდასაჭერად;

შესყიდვების პროცედურების გამარტივება, რათა გაძლიერდეს ADB-ის მიდგომა ხარისხის, მდგრადობისა და ხარჯების ეფექტიანობის პრინციპების მიმართ;

ახალი მიდგომის შემუშავება კრიტიკული მინერალების მოპოვებიდან წარმოებამდე არსებული ღირებულებათა ჯაჭვების მხარდასაჭერად, რათა განახლებადი ენერგიისა და ციფრული ტექნოლოგიებისთვის აუცილებელი მასალების გამოყენება მოხდეს პასუხისმგებლობითა და მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაყრდნობით.

ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ, და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

24.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1505 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1505 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა