აგვისტოდან თბილისი-ბათუმის რეისი 4 საათამდე მცირდება - უახლოეს მომავალში ახალი მატარებლებით დაემატება თბილისი-ქუთაისისა და თბილისი–ახალციხის მიმართულებები l თამარ იოსელიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის შეფასებით, საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმები და ტრანსფორმაცია მომდევნო ორ წელიწადში სრულად შეცვლის საქართველოს რკინიგზას - გახდის მას სწრაფ, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სისტემად, რომელიც მზად იქნება გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად.
„საქართველოს რკინიგზა ახორციელებს მთავარი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციას, რას იმას ნიშნავს, რომ როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო მიმართულებით საგრძნობლად შემცირდება ქვეყნის გადაკვეთის დრო. სამგზავრო მიმართულებაზე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით აგვისტოდან შევძლებთ, რომ თბილისი-ბათუმის რეისზე 5,5 საათის ნაცვლად 4 საათში შევძლოთ ბათუმში ჩასვლას“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, მიმდინარეობს ასევე თანამედროვე ელექტრონული სისტემების დანერგვა.
თამარ იოსელიანის ინფორმაციით, რკინიგზას დაემატება ახალი რეისები, მათ შორის თბილისი-ქუთაისი და თბილისი-ახალციხის მიმართულება ახალ შემადგენლობებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ სამგზავრო დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე განახევრდება და 6-დან 3 საათამდე შემცირდება.
მინისტრის მოადგილის თქმით, რაც შეეხება სატვირთო მიმართულებას, მიმდინარეობს რკინიგზის ტრანსფორმაცია.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება მსგავსი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს რკინიგზაში, რაც თავისთავად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიქნებით სანდო პარტნიორი შუა დერეფანში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
სხვა სიახლეები
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის - თამარ იოსელიანი
24.04.2026.13:18
„საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია," - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კონტრაქტორი, ბელგიური „დიდი ოთხეულის" წარმომადგენელი საზღვაო სამშენებლო სამუშაოებში, Jan De Nul უკვე გადადის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე.
„ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით დაახლოებით 52 მილიონი დოლარის ეკონომიის განხორციელება აღნიშნულ პროექტში. დაახლოებით 1 კმ და 380 მეტრის ტალღმჭრელი აშენდება და შესაბამისად, დაღრმავდება შემოსასვლელი არხი დაახლოებით 18 მეტრამდე იმისათვის, რომ დიდმა გემებმა შეძლონ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში შემოსვლა. ეს ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი პრიორიტეტი იქნება იმისათვის, რომ შუა დერეფანში კიდევ ერთხელ გავამყაროთ საქართველოს, როგორც წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის ადგილი" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს თანმიმდევრული და სისტემური განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო ქსელის განვითარებასა და საავტომობილო გზების მშენებლობას, ასევე ავიაციის სექტორს, მათ შორის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტს.