ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები - მარიამ ქვრივიშვილი
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, სამუშაოების მაღალ სტანდარტს კი საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და კომპანიების მონაწილეობა უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები.
„ეს, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას უზრუნველვყოფთ იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხით მოხდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა და განვითარება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს (Design & Build) ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის" წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ახორციელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 6.8%-ია
სხვა სიახლეები
საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის I კვარტალში $2.6 მლნ შეადგინა
15.05.2026.19:00
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველო-ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2 637.1 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 42%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვა 4 508.5 ათასი დოლარია.
საქსტატის მაჩვენებლების მიხედით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ნორვეგიაში ექსპორტი 84%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წელს ნორვეგიაში იმპორტი 154.9 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 011.2 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ნორვეგიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა.
რაც შეეხება ნორვეგიიდან იმპორტს, ის 29%-ით არის შემცირებული. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ნორვეგიიდან 2 482.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 497.3 ათასი დოლარი იყო.
ნორვეგიიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით თევზის იმპორტი ხორციელდება.