არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი
"არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ მოვედით გზავნილით, რომ საამიროებში ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა მიმოვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების სექტორსა და პორტების საქმიანობაში მიღწეულ პროგრესზე; ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას," - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის თქმით, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ პორტები რჩება, საამიროების ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ ლოგისტიკის სფეროში, AD Port-მა, საქართველოში ინვესტიცია უკვე განახორციელა.
„რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროს - Eagle Hills უკვე კარგად არის დამკვიდრებული ბაზარზე და აქტიურად ცდილობს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება დანერგოს", - აღნიშნა საიდ ალ ჰაჯერიმ.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
30.04.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1500 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1500 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1499 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.