მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე - გენადი არველაძე

news image

საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების მაღალი დონის დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი დაფიქსირდა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ისე ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო - მის შემადგენლობაში ბიზნეს-სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ვიმსჯელეთ სხვადასხვა საინვესტიციო პროექტზე, ასევე როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინიციატივების შესახებ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომელიც საინვესტიციო პროექტების სწრაფად განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

„შევთანხმდით კონკრეტული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. აღნიშნულ ფორმატში სხვადასხვა საინვესტიციო პროექტს განვიხილავთ. ეს იქნება პრაქტიკული ინსტრუმენტი ოპერატიული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად", - განაცხადა გენადი არველაძემ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი

30.04.2026.15:23

"არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ მოვედით გზავნილით, რომ საამიროებში ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა მიმოვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების სექტორსა და პორტების საქმიანობაში მიღწეულ პროგრესზე; ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას," -  აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის თქმით, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ პორტები რჩება, საამიროების ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ ლოგისტიკის სფეროში, AD Port-მა, საქართველოში ინვესტიცია უკვე განახორციელა.  

„რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროს - Eagle Hills უკვე კარგად არის დამკვიდრებული ბაზარზე და აქტიურად ცდილობს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება დანერგოს", - აღნიშნა საიდ ალ ჰაჯერიმ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა