ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს - ეს ძალიან პოზიტიურია და მინდა ძალიან დადებითად შევაფასო l რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე
„ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს. ეს ძალიან პოზიტიურია და მინდა ძალიან დადებითად შევაფასო“, - განაცხადა რითეილ ასოციაციის თავმჯდომარე და „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა.
გიორგი ხაბაშვილის თქმით, ის მიგნებები, რაც დასკვნაშია გაჟღერებული, დიდწილად თანხვედრაშია თვითონ ბიზნესის ხედვასთანაც.
„ასეთი სიღრმისეული შესწავლა, მინიმუმ სწრაფად მბრუნავი სამომხმარებლო პროდუქტების მიმართულებით არ მახსოვს. ამასთან მიახლოებულიც კი და ეს ძალიან პოზიტიურია. მინდა ძალიან დადებითად შევაფასო. ის მიგნებები, რაც დასკვნაშია გაჟღერებული, დიდწილად თანხვედრაშია თვითონ ბიზნესის ხედვასთანაც. ჩვენც კარგად გვაქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ არსებობს მიწოდების ჯაჭვი. ხშირ შემთხვევაში არის ძალიან გრძელი, ზოგ შემთხვევაში არის მოუქნელი.
ბატონი პრემიერის სიტყვებს გამოვეხმაურები, მთავრობისა და საზოგადოების, მომხმარებლის საერთო მიზანია დაბალანსებული, მისაღები ფასები. აქ მე აუცილებლად დავამატებდი იმას, რომ რითეილის და ბიზნესის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესია“, - აღნიშნა მან.
სხვა სიახლეები
არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში - შოთა ბერეკაშვილი
02.05.2026.21:47
არ შეიძლება ბიზნესის დემონიზება, იმიტომ, რომ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესი ქმნის დოვლათს ამ ქვეყანაში, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში წარმატებული ბიზნესი არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
“თუ ჩვენ გვინდა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მტრის ხატი შევქმნათ ბიზნესისგან იმიტომ, რომ მას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში პასუხისმგებლობა გააჩნია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.