მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ბაქო–სუფსის ნავთობსადენის აღდგენისა და ეფექტიანი ოპერირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი, რომელიც ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და აზერბაიჯანულ მხარეს (SOCAR და SOCAR Midstream Operation LLC) შორის მიღწეული შეთანხმება ბაქო-სუფსის მაგისტრალის ქართული სეგმენტის მართვას ეხება.

თამარ იოსელიანის თქმით, საუბარია ინფრასტრუქტურაზე, რომელიც საქართველოს უკვე ათწლეულებია აკავშირებს კასპიის რეგიონთან, შავ ზღვასთან და ევროპულ ბაზრებთან.
„ბოლო 3 წელია აღნიშნული მილსადენით ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და სუფსის ნავსადგურში მხოლოდ რამდენიმე გემთშემოსვლა დაფიქსირდა. დღეს, როდესაც ენერგოუსაფრთხოება, სტაბილური სატრანზიტო მარშრუტები და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მსგავსი პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როლს, როგორც სანდო და პროგნოზირებადი დამაკავშირებელი დერეფნის ევროპასა და აზიას შორის", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, გარდა ეკონომიკური სარგებლისა, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ რეგიონში თანამშრომლობა, დაკავშირებადობა და ფუნქციონირებადი ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ უპირატესობად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა

08.06.2026.19:00

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.

მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა