მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს - გენადი არველაძე

news image

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შეტანილი ცვლილება წარმოადგენს პასუხს იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომლებიც მსოფლიოში 2018 წლის შემდეგ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ გლობალურად ვითარდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძე გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჩინეთ-საქართველოს შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის პირველად დაემატა ინვესტიციების თავი, რაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას, პროცედურების გამარტივებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.

„შეთანხმებას დაემატა ინვესტიციების თავი, რომელსაც დოკუმენტი აქამდე არ მოიცავდა. ეს გულისხმობს, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი ინვესტიციების მოზიდვას, გაამარტივებენ შესაბამის პროცედურებს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებისთვისაა საჭირო. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციის ნაწილი. ეს ის თანამედროვე პლატფორმაა, რომელზეც გლობალური ვაჭრობაა დამყარებული. ჩინეთი ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერია და აქტიურად უწყობს ხელს მის განვითარებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ელექტრონული კომერციის ძირითადი წილი სწორედ ჩინურ პლატფორმებზე მოდის. ამ თვალსაზრისით, საკითხის ასახვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში უმნიშვნელოვანესია. ეს გულისხმობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღნიშნული მიმართულება მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ სახელმწიფოს შორის ელექტრონული კომერციის განვითარებასა და გაძლიერებას", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მიმართულებაში ახალი მექანიზმები ინერგება, რაც ტექნიკური და სავაჭრო ბარიერების დაჩქარებულად აღმოფხვრას ითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია სანიტარული და ფიტოსანიტარული ნაწილიც. აღნიშნული თავი ძველ შეთანხმებაშიც არსებობდა, თუმცა ახლა ჩვენ განვსაზღვრეთ კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც ტექნიკური და სავაჭრო ბარიერების უფრო სწრაფად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. ამ მიზნით შეიქმნება ორმხრივი კომიტეტი, რომელიც ბაზარზე პროდუქციის დაშვების საკითხებზე იმსჯელებს. დიდხანს მიმდინარეობდა მუშაობა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მაგალითად, თაფლისა და ფრინველის ხორცის ექსპორტზე. აქამდე მოქნილი და ეფექტური მექანიზმის არარსებობისა და ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვდა. თუმცა მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ქართული თაფლი ჩინურ ბაზარზე უკვე დაშვებულია. ასევე, ფრინველის ხორცზე ხელმოწერილია მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინეთის საბაჟო სამსახურს შორის. აღნიშნული შეთანხმება ადასტურებს, რომ ჩინური მხარე აღიარებს საქართველოში დანერგილ საკანონმდებლო ბაზასა და მონიტორინგის სისტემას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, უფრო ქმედითი მექანიზმის დანერგვით, უკვე შესაძლებელია მოკლე ვადაში ჩინეთის ბაზარზე იმ პროდუქტების აღიარების მიღწევა, რომლებიც ბაზარზე დაშვებას საჭიროებენ.

„ეს საშუალებას მოგვცემს, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში წარმოებულმა უფრო მეტმა პროდუქტმა დააკმაყოფილოს არსებული მოთხოვნები და სწრაფად განთავსდეს ჩინურ ბაზარზე. გვაქვს რეალური პოტენციალი, ჩინურ მხარეს შევთავაზოთ ისეთი პროდუქცია, რომლის იმპორტსაც ჩინეთი ამჟამად სხვა ქვეყნებიდან ახორციელებს", - აღნიშნა არველაძემ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

29.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1499 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6920 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6920 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1499 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1481 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა