მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა - ვახტანგ ცინცაძე

news image

2025 წლის ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარში ეკონომიკური ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვა სექტორებმა შეიტანა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 19%-ით და 480.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ ექსპორტის ზრდაზე, რომელიც 68%-ს გაუტოლდა და 312 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა 2026 წელს მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე, რაც, მისი შეფასებით, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპსა და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე. „ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება, რასაც ხელს ის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა უწყობს, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რომელ ქვეყნებში ახორციელებს საქართველო ოქროს ექსპორტს - l კვარტლის სტატისტიკა

24.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ექსპორტზე 43 671.2 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებზე ნაკლებია.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 0.4 ტონა ოქრო (დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით) გავიდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში ასევე 0.6 ტონა ოქრო იქნა ექსპორტირებული. პირველ კვარტალში ოქროს ექსპორტი 33%-ით არის შემცირებული.

 სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ექსპორტირებული ოქროს ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის მაჩვენებელს - 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყნიდან სულ 27 798.7 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა.

ქვეყნები, სადაც საქართველომ ოქროს ექსპორტი განახორციელა:

  • შვეიცარია - 0.3 ტონა - 35 549.8 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.1 ტონა - 7 191.4 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 0.0 ტონა - 930.1 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა