ჩვენი მოლოდინით, ლარი 2026 წლის განმავლობაში ძირითადად სტაბილური დარჩება - Galt & Taggart
Galt & Taggart-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გააუმჯობესა - აღნიშნულის შესახებ განახლებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
,,2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.7%-ით გაიზარდა - მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინს და თებერვლის წლიურ 8.8%-თან შედარებით დაჩქარდა. 2026 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს ზრდამ წლიურად 9.1% შეადგინა. მარტში აქტივობა განპირობებული იყო წარმოების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, პროფესიული და სამეცნიერო მომსახურების, სამთომომპოვებელ, მშენებლობისა და ტრანსპორტისა და შენახვის სექტორებით", - წერს Galt & Taggart-ი.
პუბლიკაციაში ასევე საუბარია მიმდიანრე კონფლიქტის ეფექტზე საქართველოს ეკონომიკის ჭრილში.
,,კონფლიქტის გავლენა უფრო მცირე აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ Galt & Taggart-ის მოლოდინით, ლარი 2026 წლის განმავლობაში ძირითადად სტაბილური დარჩება.
სხვა სიახლეები
საქართველო-იტალიის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა
01.05.2026.19:00
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველო-იტალიის სავაჭრო ურთიერთობებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. საქსტატის მონაცემებით, სამი თვის ჯამში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 121 808.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია.
ექსპორტის ნაწილში ზრდა ფიქსირდება - საქართველოდან იტალიაში გაგზავნილი პროდუქციის ღირებულება 25 220.9 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურ ჭრილში 28%-იან ზრდას ნიშნავს. ექსპორტის სტრუქტურაში კვლავ წამყვანი ადგილი უკავია თხილსა და კაკალს.
ფლაგმანი საექსპორტო პროდუსტებია თხილი და სხვა კაკალი, ფეროშენადნობები, ასევე ქიმიური სასუქები.
პარალელურად, იტალიიდან იმპორტი ზრდას განაგრძობს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ იტალიიდან 96 587.1 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იანი მატებაა.
იმპორტის სტრუქტურაში ძირითად წილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები.