მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

დიზაინი თანამედროვე ინდუსტრიულ ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს - სოსო გიორგაძე

news image

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და „საქპატენტის“ ორგანიზებით, რეგიონული კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მთავარი თემაც დიზაინია. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობას ევროპის 14 ქვეყანა მიიღებს.

„რომ დიზაინი იყო, არის და მომავალშიც დარჩება შემოქმედებითი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვან ელემენტად და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, გარდა იმისა, რომ მთლიანად დიზაინს ეძღვნება, ეს არის ჰააგის შეთანხმება, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა ხელმოწერილი სწორედ ქალაქ რიადში და დიზაინის რეგისტრაციასთან, დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს და ამარტივებს.

რაც შეეხება უშუალოდ სხვა საკითხებს. მოგეხსენებათ, რომ დიზაინი თანამედროვე ინდუსტრიულ ეკონომიკაში, რომელიც მე ვგულისხმობ კრეატიულ ეკონომიკას და ეს არ არის მხოლოდ ტანსაცმლის დიზაინია, შეიძლება იყოს სუვენირები, შეიძლება იყოს ავტომობილების და სხვა ტექნოლოგიების დიზაინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესში და კერძოდ კონკურენციაში. ამა თუ იმ პროდუქტის ვიზუალი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც ჩვენ რაიმეს ვყიდულობთ. შესაბამისად, ესა თუ ის კომპანია, რომელიც აწარმოებს თავის პროდუქციას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დიზაინს, იქნება ეს სამოსი თუ ავტოინდუსტრია“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.

მისივე თქმით, დიზაინის შექმნა მნიშვნელოვან რესურსებსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის გამოც მისი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივი დაცვა აუცილებელია.

„თანამედროვე დიზაინის შექმნაზე, ჩამოყალიბებაზე, მიმზიდველი დიზაინის შექმნაზე უამრავი ადამიანი მუშაობს და უამრავი ხარჯი უნდა გასწიოს ამა თუ იმ კომპანიამ. შესაბამისად, როდესაც ისინი ქმნიან დიზაინს, ბუნებრივია საჭიროა მისი დაცვა, რაც არ მოხდეს მისი მოპარვა, გაყალბება და დიზაინი როგორც ინტელექტუალური საკუთრება, ისე უნდა დაიცვას. ეს არის ერთადერთი სამართლებრივი ფორმა, რომლითაც დიზაინის შემოქმედებითი, შემოქმედი კომპანიები, ფიზიკური თუ იურიდიული პირები იცავენ თავიანთ ქონებას მას შემდეგ რაც ისინი შექმნიან ამ ინტელექტუალურ საკუთრებას. ერთი მხრივ, შესაბამისად თანამედროვე ეკონომიკაში დიზაინის როლზე იქნება დღეს საუბარი და მეორე მხრივ დიზაინზე, როგორც ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მისი დაცვის მექანიზმებზე, როგორ გამოიყენოს ბიზნესმა თუ შემოქმედმა ადამიანებმა ეს მექანიზმები ძალიან ეფექტიანად და ასევე თანამედროვე ამ რიადის შეთანხმებაზე, რომელიც ამარტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები შეუერთდებიან ამ შეთანხმებას და უფრო ადვილად მოხდება მსოფლიოში დიზაინის დაცვა“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.

news banner news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვმუშაობთ ქუთაისში განახლებული სასწავლო ცენტრის გახსნაზე - სოსო გიორგაძე

28.04.2026.11:10

საქპატენტს და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე ლოგიკურია, განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით,  - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქსპატენტმა გაეროსთან, კერძოდ WIPO-სთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სამაგისტრო პროგრამა შექმნა, რომელიც გასულ წელს დაიწყო .

„პირველი ნაკადი ასე ვთქვათ წელს დაასრულებს სწავლას. ასევე მომავალ წელს ველოდებით ახალ ნაკადს და არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს, ასევე უცხოელ სტუდენტებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შემუშავდა მათ შორის კურიკულუმიც კი და სასწავლო პროგრამაც კი გაეროს ჩართულობით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. ეს ექსპერტები იყვნენ სტრასბურგის უნივერსიტეტიდან, ლონდონის უნივერსიტეტიდან, მსოფლიოში წამყვანი - ტურინის უნივერსიტეტიდან, რომლებიც ასევე კითხულობდნენ შემდგომ ლექციებს. და ასევე მომავალი წლისთვის უკვე მიმდინარეობს ლექტორების შერჩევა, რომლებიც ნაწილი იგივე იქნება, შეიძლება ნაწილი იყოს განსხვავებული, როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუდენტები.

გარდა ამისა ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისში განახლებული სასწავლო ცენტრის გახსნაზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროგრამებს შეასრულებს და ჩვენ გვსურს, რომ სხვადასხვა მიმართულებით სწავლება მივაწოდოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენას. მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწავლება. ხელოვნური ინტელექტი - ეს არ არის გასართობი საშუალება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უზარმაზარი როლი შეასრულოს სწავლებაში, შეუძლია უზარმაზარი როლი შეასრულოს ნებისმიერი საოფისე საქმიანობის გაუმჯობესებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რომ მოსწავლით დაწყებული, მასწავლებლით დამთავრებული, გამომგონებლით დაწყებული, თუნდაც უბრალო ინჟინერიით დამთავრებული, ყველას ავუხსნათ რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად და მაქსიმალურად სწორად, რომ ჩვენი პროდუქტიულობა გავზარდოთ, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე, შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, ასე ვუწოდებ, რომელმაც გაზარდა კონკურენცია. თუკი ჩვენ ვმუშაობთ უკვე ტექნოლოგიების გარეშე, შრომით ბაზარზე ჩვენი კონკურენტუნარიანობა ძალიან ეცემა, ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენოთ ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, მნიშვნელოვანია რომ საქართველოში შრომისუნარიანი და ასევე მოსწავლეები, სტუდენტები აღვჭურვოთ ამ ცოდნით, როგორ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.

იმავდროულად, „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოში მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროპის საპატენტო სისტემაში სრულ ინტეგრაციას აანონსებს. 

„ბუნებრივია სხვა სასწავლო მიმართულებებიც გვექნება, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან. გარდა ამისა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას ვაპირებთ ასევე საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის - სადაც არის პროგრესი, ტექნოლოგიური პროგრესი, იქ არის ინტელექტუალური საკუთრება. თანამედროვე შემოქმედებითი პროგრესი, ნებისმიერ ინდუსტრიაში - ეს იქნება დიზაინი, მუსიკა, ხელოვნება, მწერლობა - იქ არის ინტელექტუალური საკუთრება. ამიტომ ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიებთან ერთად და ბუნებრივია გამოწვევები იქნება შედარებით უფრო სწრაფი და საჭიროა ამ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები და ვგეგმავთ რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელოთ. გარდა ამისა საქართველომ გასულ წელს უკვე მიმართა ევროპის საპატენტო უწყებას, რომ ევროპის საპატენტო კონვენციას მივუერთდეთ. მანამდე ჩვენ 2024 წელს უკვე ვალიდაცია მოვახდინეთ ევროპული პატენტის საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით - ეს რამდენიმე წლიანი პროცესია - გვსურს რომ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ნიშნავს პირდაპირ ინტეგრაციას ევროპის საპატენტო სისტემაში“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა