მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივ კომუნიკეს აქვეყნებს

news image
mbc image

მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაში მონაწილეობის მისაღებად, აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი შეთანხმებების ხელმოწერით. დოკუმენტების ხელმოწერა შედგა ბაქოში 2026 წლის 18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანდასწრებით. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს - მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი ცენტრის მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

ხელმოწერილი დოკუმენტები მოიცავს მთავრობათაშორის შეთანხმებებს: ა) საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, ბ) საერთაშორისო ბაზრებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად სატრანზიტო დათქმების გაგრძელების შესახებ, გ) საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ, დ) საქართველოს ტერიტორიის გავლით - ტრანზიტის საშუალებით - თურქეთისადმი ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა ასევე საკოორდინაციო საბჭოს ოქმი, რომელიც ადასტურებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესის მიღება-ჩაბარებას და სამუშაოების დასრულებას.

ზემოაღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმებების განსახორციელებლად, ორივე ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო ენერგოკომპანიებმა ხელი მოაწერეს პირობების თავებს, რომლებიც განსაზღვრავენ ვადებში სრულად გაწერილი შეთანხმებების ძირითად კომერციულ პირობებს, რომელთა გაფორმება მოხდება არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას „SOCAR“, „SOCAR Midstream Operations“ LLC და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო შეთანხმების ძირითად პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის - მათ შორის სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების პირობებს.

სარკინიგზო ხაზის მართვის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს ოქმით მოხდა ასევე შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოფიციალური გადაცემა ერთობლივი საწარმოსთვის - „BTKI Railways“ LLC - რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული კავშირის გაძლიერების გზაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა