მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ელექტროენერგიის მოხმარების ტემპი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე გენერაცია - მარიამ ჩახვაშვილი

news image
mbc image

ელექტროენერგიის მოხმარების ტემპი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე გენერაცია, - ამბობს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გენერაციაზე სწრაფად იზრდებოდა, რის შედეგადაც იმპორტზე დამოკიდებულება თითქმის უცვლელ ნიშნულზე დარჩა. 

„მთლიანობაში, ჩვენ შევხედეთ, თუ რა სიტუაცია გვქონდა მოხმარება-მიწოდების თვალსაზრისით ბოლო 10 წლის განმავლობაში და საით შეიძლება წავიდეთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ გენერაციის ობიექტები შენდება, ვახედავთ ახალ ობიექტებს, მაგრამ მოხმარების ტემპი გენერაციაზე სწრაფად იზრდება. შედეგად, ფაქტობრივად, იმპორტზე დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე ნიშნულზე რჩება. ჩვენ დავაკვირდით, წახალისების რა მექანიზმით სარგებლობდნენ აშენებული სადგურები და ცალსახად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ეს მექანიზმები.

მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში დამატებული 1.5 გეგავატის სიმძლავრიდან მხოლოდ 6% მოდის იმ პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის წახალისების მექანიზმით არ სარგებლობდნენ, ხოლო ასეთი პროექტები, ძირითადად, მცირე, საშუალოდ 2-მეგავატიანი სადგურები იყო.

„რეალურად, მხოლოდ მცირე ზომის სადგურებია ისეთი, რომლებსაც შეუძლიათ, სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმის გარეშე აშენდნენ. ცოტა მოზრდილი ზომის სადგურებს ყველას ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან წახალისება და ეს არ იყო მხოლოდ რამდენიმეთვიანი PPA. გვაქვს 12 თვიანი PPA-ის შემთხვევები, გვაქვს შემთხვევები, როდესაც იყო 8 თვიანი PPA პლუს ექსპორტის ხაზზე გარანტირებული დაშვება. ანუ, სხვადასხვა მექანიზმი, რომლითაც ინვესტორს სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ ის უახლოესი 10 თუ 15 წლის განმავლობაში მიიღებს შემოსავალს.

არის თუ არა ეს ტვირთი სახელმწიფოსთვის? - ცალსახად ჩანს, რომ ინვესტორისთვის ეს აშკარად საჭიროა, იმიტომ რომ 2017-2022 წლებში, როდესაც გამოცხადებული იყო მორატორიუმი PPA-ებზე და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარ წახალისების მექანიზმზე, ფაქტობრივად, ახალი მემორანდუმები არ გაიცემოდა; ანუ, ამ ხუთი წლის განმავლობაში ახალი სადგური არ აშენებულა, ახალ მემორანდუმს ხელი არ მოწერილა და მას შემდეგაც ვხედავთ მშენებლობის ტემპების შენელებას“. - ამბობს ჩახვაშვილი.

მისივე განცხადებით, 2017 წლიდან დღემდე აშენებული პროექტების დიდი ნაწილი ძველი მემორანდუმების ფარგლებში განხორციელდა, ხოლო სახელმწიფოს მიერ CFD-ის მექანიზმის ამოქმედება სწორი და მისასალმებელი ნაბიჯი იყო, რამაც ინვესტორების ინტერესის ზრდა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნული ინტერესის მაჩვენებელია პირველი, მეორე და მესამე აუქციონების, ასევე პირდაპირი მოლაპარაკებების ფარგლებში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი განაცხადები.

„დღეს ვხედავთ აშკარად მომატებულ ინტერესს, ბევრი განაცხადია შესული სამინისტროში, თუმცა წელს მთავრობას აქვს თავისი გეგმა, როგორ უნდა განვითარდეს ენერგეტიკა. ეს გეგმა გულისხმობდა 2032 წლამდე 4 გიგავატის და 2036 წლამდე კიდევ დამატებით 2.8 გიგავატის დამატებას. გულწრფელად ვიტყვით, მიგვაჩნია, რომ ეს გეგმა ზედმეტად ამბიციურია.

მისასალმებელია ასეთი ამბიციურობა, მაგრამ გვგონია, რომ ამ ვადებში ვერ მოესწრება. ამიტომ ჩვენს პროგნოზებში ცოტათი დავაკორექტირეთ მთავრობის გაცხადებული გეგმა და ვფიქრობთ, რომ ამ 4 გიგავატის დამატება შესაძლებელია 2035 წლისთვის. შესაბამისად, ჩვენი საბაზისო სცენარი სწორედ ამას დავაფუძნეთ.

რა თქმა უნდა, გავწერეთ პესიმისტური სცენარიც, რომელიც გულისხმობს იმას, რომ როგორც აქამდე ვითარდებოდა გენერაციის ტემპი - ცოტა ნელა, მრავალწლიანი დაგვიანებით - ისე გაგრძელდეს. რეალურად, მშენებლობის ტემპების დიდი აჩქარების გარეშე, ჩვენ დავრჩებით იმპორტდამოკიდებულები და ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდება, ამას აჩვენებს ჩვენი პესიმისტური სცენარი. თუმცა, თუ ავჩქარდით, როგორც დაგეგმილია მთავრობის მხრიდან და როგორც შესაძლებელია ამ გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, მაშინ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ წმინდა ექსპორტიორები და უკვე დავტვირთოთ შავი ზღვის კაბელი, სხვა ელექტროგადამცემი ხაზებიც მეზობლებთან და ასე შემდეგ“, - მიიჩნევს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საიდან ახდენს საქართველო საზამთროს იმპორტს - სტატისტიკა

08.06.2026.13:00

მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში საზამთროს იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობაშიც და ღირებულებაშიც გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, დღეისათვის ბაზარზე ირანული საზამთრო დომინირებს.

2026 წლის იანვარ-აპრილში 1 233.0 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ 392.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. შედარებისთვის, 2025 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულ იქნა 1 040.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 324.4 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ადრეული საზამთროს იმპორტი მოცულობის მიხედვით 18.5%-ითაა გაზრდილი.

გაზაფხულის თვეებში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა ერთ ქვეყანაზე მოდის. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ირანიდან 1 218.1 ტონა საზამთრო შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 99%-ს შეადგენს. პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 14.0 ტონით, ხოლო მესამე პოზიციას თურქეთი იკავებს, საიდანაც საქართველომ 0.8 ტონა პროდუქტი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ საზამთროს იმპორტის მზარდი ტენდენცია ბოლო წლებში მყარად ფიქსირდება. გასულ, 2025 წელს საქართველომ ჯამში 10 033.7 ტონა საზამთროს იმპორტი განახორციელა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როდესაც ქვეყანაში 7 737.1 ტონა პროდუქტი შემოვიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა