მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ელექტროსისტემისთვის ყველა ტიპის რეზერვს ენგური ქმნის - მარიამ ჩახვაშვილი

news image
mbc image

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დიდ ჰესებზე და მათ საჭიროებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები ენერგოსისტემისთვის კრიტიკულ როლს ასრულებენ, რადგან ისინი როგორც ზამთრის გენერაციის უზრუნველყოფას, ისე დღის განმავლობაში რამდენიმე საათიანი რეზერვის შექმნას ახერხებენ. მისი თქმით, ასეთი ფუნქციის საუკეთესო მაგალითია ენგურჰესი, რომელიც სისტემას ზამთრის გენერაციასა და საათობრივ ბალანსს უზრუნველყოფს და ელექტროსისტემისთვის სხვადასხვა ტიპის რეზერვს ქმნის.​

„რეალურად, ენგური გვაძლევს ზამთრის გენერაციას, ენგური გვაძლევს საათობრივ გენერაციას და ელექტროსისტემისთვის ყველა ტიპის რეზერვს სწორედ ენგური ქმნის. ეს არის საშუალება, რომლითაც, რეალურად, ყველაფერს ვაკეთებთ. შეუძლებელი იქნებოდა საუბარი ქარისა და მზის სადგურების დაერთებაზე, ენგური რომ არ გვქონდეს, რადგან ამ საათობრივ მერყეობას, რაც დამატებითი გამოწვევაა ელექტროსისტემისთვის, ჯერჯერობით მხოლოდ ენგურით ვპასუხობთ. შესაბამისად, ახალი სადგურების ექსპლუატაციაში შესვლა და დაგეგმილი 1700 მეგავატი მზისა თუ 1300 მეგავატი ქარის სიმძლავრეების ათვისება ვერ მოხერხდება, თუ სისტემას ეს დამატებითი სიმყარე არ ექნება“, - ამბობს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი.

მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, ექსპორტი წარმოადგენს დამატებით მოთხოვნას, რაც მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოხმარება გენერაციის სრულ ათვისებას ვერ უზრუნველყოფს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე გავიდეს, მათ შორის თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით არსებული და დაგეგმილი გადამცემი შესაძლებლობებით, ასევე რუსეთის მიმართულებით არსებული ხაზით და შავი ზღვის კაბელის პროექტით, რომელიც ევროპის ბაზარზე ჭარბი, განსაკუთრებით მზის ენერგიის პიკის საათებში გამომუშავებული ელექტროენერგიის გატანის შესაძლებლობას შექმნის.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა - ირაკლი ნადარეიშვილი

12.10.2026.16:11

„ქართული ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემა გამოირჩევა თავისი მდგრადობით და მიმზიდველობით, მათ შორის რეგიონის ჭრილში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის ფარგლებში ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთავრობა ძალიან აქტიურად ახორციელებს როგორც პოლიტიკის, ასევე პრაქტიკულ ნაწილში სტარტაპების მხარდაჭერას, ტექნოლოგიური სექტორის განვითარებას, გლობალური ტექ კომპანიების მოზიდვას და სხვა.

„ყველა ის ღონისძიება, ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული იყო სტარტაპის სტატუსის შემოღებასთან, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები, საგრანტო პროგრამები, რომელთაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოსული უმსხვილესი აქსელერატორები და ვენჩურული კაპიტალი განაპირობებს იმას, რომ რეგიონული სტარტაპებისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი გახდა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, შედეგად, დღეს სახეზეა ტალანტის და სტარტაპების ძალიან პოზიტიური მიგრაცია რეგიონიდან საქართველოში.

„საქართველოდან რეალურად მათ ძალიან ეფექტურად ეხსნებათ წვდომა დასავლურ კაპიტალზე, საერთაშორისო ქსელებზე, მომხმარებლებზე და ასე შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა