მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ეს არის გარდამტეხი შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები გამოგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღებაზე - ირაკლი გიორგობიანი პრემიერთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე

news image
mbc image

პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობამ აგრესიული ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უპასუხოს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ამ სექტორში არსებობდა წლების განმავლობაში, - განაცხადა ჟუნალისტებთან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი გიორგობიანმა.

ის პრემიერ ირაკლი კობახიძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან შეხვედრას გარდამტეხ შეხვედრად აფასებს.

„ეს არის გარდამტეხი შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები გამოგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღებაზე სწორი ადეკვატური ფასწარმოქმნის კუთხით. პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობამ აგრესიული ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უპასუხოს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ამ სექტორში არსებობდა წლების განმავლობაში. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც კაპიტალური ხარჯების შესყიდვის ეფექტიანობას, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს. ცვლილებების მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლობის მქონე გარემოს შექმნა. სწორედ ეს საკითხი განიხილეს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიების და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა