მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება

news image

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, 'BB' რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს. როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა კვლავ განაგრძო და 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათივე განმარტებით, ბოლო თვეებში ლარის გამყარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვები განეხორციელებინა. ,,საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძლიერი შიდა ეკონომიკური გარემო კვლავ უწყობს ხელს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების სიმყარეს - სექტორი მომგებიანია (მარტის მდგომარეობით ROE 22.8%), ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)”,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სესხების დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირება მკაცრი სარეზერვო მოთხოვნებისა და მაკროპრუდენციული ზომების ფონზე. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება

16.05.2026.10:59

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, 'BB' რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს. როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა კვლავ განაგრძო და 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათივე განმარტებით, ბოლო თვეებში ლარის გამყარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვები განეხორციელებინა. ,,საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძლიერი შიდა ეკონომიკური გარემო კვლავ უწყობს ხელს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების სიმყარეს - სექტორი მომგებიანია (მარტის მდგომარეობით ROE 22.8%), ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)”,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სესხების დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირება მკაცრი სარეზერვო მოთხოვნებისა და მაკროპრუდენციული ზომების ფონზე. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა