გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს და მის თანმხლებ ბიზნეს-დელეგაციას შეხვდნენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდნენ, რომელიც საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლობითი დელეგაციით ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქართული საექსპორტო პროდუქციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოზე, როგორც გლობალურად მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. გენადი არველაძე მიესალმა თბილისში Eagle Hills Georgia-ს ოფისის გახსნას და აღნიშნა, რომ კომპანიის მასშტაბური პროექტები ქვეყნის განვითარების ახალ, ისტორიულ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების ჩართულობით ჩამოყალიბდება საინვესტიციო პროექტების განხილვის ქმედითი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თანამშრომლობას ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი პროექტების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა.
სხვა სიახლეები
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას - არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი
30.04.2026.15:23
"არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ მოვედით გზავნილით, რომ საამიროებში ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შეხვედრაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა მიმოვიხილეთ. ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების სექტორსა და პორტების საქმიანობაში მიღწეულ პროგრესზე; ასევე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას ენერგეტიკის, ტურიზმისა და ავიაციის მიმართულებებით. გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას," - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის თქმით, ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ პორტები რჩება, საამიროების ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ ლოგისტიკის სფეროში, AD Port-მა, საქართველოში ინვესტიცია უკვე განახორციელა.
„რაც შეეხება სხვა პროექტებს, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროს - Eagle Hills უკვე კარგად არის დამკვიდრებული ბაზარზე და აქტიურად ცდილობს საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება დანერგოს", - აღნიშნა საიდ ალ ჰაჯერიმ.