გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირებ - შოთა ბერეკაშვილი
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, აცნობს საზოგადოებას.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, დასკვნა ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა და ის დაფუძნებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.
„ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა დასკვნა, რომლის საფუძველზეც შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი; საკვებ პროდუქტების სექტორი, მედიკამენტების სექტორი და საწვავი. აღნიშნული დასკვნა დაფუძნებული არის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე: შეხვედრების ფარგლებში ჩვენ 62 კომპანიას შევხვდით, რომლებიც იყვნენ სექტორში ძირითადი მოთამაშეები, ასვე შევხვდით ასოციაციებს, ასევე არაკომისიურ ფარგლებში 82 კომპანიას საოპერაციო ხარჯები შევისწავლეთ, მათი ბიზნეს პროცესები, ფინანსური სტაბილურობა, კომისიის ფარგლებში 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საველე კვლევები და ამ საველე კვლევების ფარგლებში განსაკუთრებით, საკვებ პროდუქტებზე ხდებოდა მონიტორინგი ფასებზე და ეს მონიტორინგი ჩატარდა 28 თებერვლიდან 16 აპრილამდე,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიამ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარსული გამოცდილების საფუძველზე ჩაატარა მოკვლევა და მათი პრაქტიკის საფუძველზე შეიმუშავა დასკვნა, მეთოდები, რომლებიც ქართული ეკონომიკისთვის უფრო შესაბამისია. მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაცია აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არის უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული, რამდენადაც ეს უფრო მეტ პრობლემას მოიტანს, ვიდრე სიკეთეს.
„დასკვნა ეფუძნება 3 მიმართულებას, რომ შევაჯამოთ: სისტემური გარდაქმნა, რომელიც იქნება საშუალო ვადიანი პერიოდი (6-9 თვემდე) ეს დაფუძნებული იქნება არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივაზე და საუკეთესო პრაქტიკებზე, ჩვენ დასკვნაზე აქ სხვადასხვა ქვეყნების მოდელები გვაქვს მოყვანილი - ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, ჰოლანდია და ამაზე უფრო დეტალებშია საუბარი, გადახდის ფორმებზე, ეს უკვე დეტალებია. დასკვნა ეფუძნება ზოგად სტრატეგიულ მიმართულებას, რადგან ეს გაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას და უფრო დეტალურად იქ დამუშავდება. გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ეს არის 4 ქვეყნის გამოცდილება აღებული და თუკი აღმასრულებელი ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს,“- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
I კვარტალში საქართველოში $50.8 მილიონის სმარტფონების იმპორტი განხორციელდა
01.05.2026.13:00
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 50.8 მლნ დოლარის ღირებულების სმარტფონების იმპორტი განხორციელდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში 5%-ით მეტი ღირებულების სმარტფონების (ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) იმპორტი დაფიქსირდა. პირველ კვარტალში საქართველომ 50 772.6 ათასი დოლარის სმარტფონები იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 48 526.3 ათასი დოლარის.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, მიმდინარე წლის სამ თვეში ქვეყანაში 40.9 ტონა სმარტფონის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის სამ თვეში კი 49.6 ტონის.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საიმპორტო ბაზრების სტრუქტურაში ლიდერ პოზიციას არაბთა გაერთიანებული საამიროები ინარჩუნებს. სწორედ ამ ქვეყნიდან შეიძინა საქართველომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ყველაზე მაღალი ღირებულების მობილური ტელეფონები.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო სმარტფონების იმპორტს ახდენს: