მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, როგორც პროფესიულ, ასევე ადამიანურ დონეზე და ბიზნესს არ უჭირთ ჩვენთან კონტაქტი - ლევან ჟორჟოლიანი

news image

„ბიზნესთან მთავრობას აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა - ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გამოარჩევს არის ის, რომ  ბიზნესს არ სჭირდება არანაირი დამატებითი ლობისტები იმისთვის, რომ მაგალითად მიიღოს კონკრეტული ინფორმაცია ან მას აზრი ჰკითხო კონკრეტულ რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მთავრობასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობა პირდაპირ კომუნიკაციასა და ხელმისაწვდომობაზეა დაფუძნებული, რაც კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, დამატებითი შუამავლების გარეშე მიიღოს ინფორმაცია და მონაწილეობა მიიღოს რეფორმების განხილვაში. მისივე შეფასებით, ბიზნესთან ურთიერთობა როგორც პროფესიულ, ისე ადამიანურ დონეზე ეფექტიანია და მათთან კონტაქტი შეუფერხებლად ხორციელდება.
„გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, როგორც პროფესიულ, ასევე ადამიანურ დონეზე და ბიზნესს არ უჭირთ ჩვენთან კონტაქტი.
ერთ-ერთი გამოხატულება იყო ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრა. იცით, რომ ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან ბევრი გააკეთა და ჩვენც ვიყავით ამ მიმართულებით ჩართული, კონკრეტულად მშენებლობის მიმართულებით შესყიდვების ნაწილში, რომ მაქსიმალურად გაეჯანსაღებინა მდგომარეობა. გვქონდა გარკვეული არასწორი პრაქტიკები, როდესაც რაღაცებში ვიხდიდით ფულს და ვერ ვიღებდით იმ ხარისხის პროდუქტს, რაც უნდა მიგვეღო.  როდესაც აგებ გზას, ან აშენებ სკოლას ან სპორტულ მოედანს, არ შეიძლება, რომ ერთ ან ორ წელიწადში მას კიდევ სჭირდებოდეს გარკვეული ხელის შევლება - სარემონტო სამუშაოები. ეს სამწუხარო პრაქტიკები იყო და ამაში არის თანხები კონკრეტული გადახდილი.
ჩვენი პრინციპი არის, რომ არ ვაპირებთ არაფერში არც ნაკლების, არც მეტის გადახდას. გვინდა, რომ გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება იმისთვის, რომ არც ბიზნესმა არ უნდა წააგოს, რა თქმა უნდა, მიიღოს დამსახურებული შემოსავალი, მოგება, მაგრამ ხარისხთან მიმართებაში გამორიცხული არის უკან დახევა. ამ პოლიტიკას ატარებს ზუსტად პრაქტიკაში ინფრასტრუქტურის მინისტრი და ის შეურიგებელია ამ მიმართულებით. იგივე პოზიციაზე ვართ აბსოლუტურად მთელი გუნდი, ესეც არის პრემიერ-მინისტრის დავალება.
შესაბამისად, ხარისხის ხარჯზე ეკონომია არის გამორიცხული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიებმა კონკრეტული პროექტის შესრულების დროს უნდა იზარალონ. ჩვენ რა ხარისხსაც მოვითხოვთ, იმ ხარისხის ადეკვატურ თანხებს გადავიხდით. როდესაც კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, მას ძალიან დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, და არ ვგულისხმობ მეინთენენსის ხარჯებს, ვსაუბრობ კაპიტალურ ხარჯებზე. კაპექსზე დახარჯვა აღარ უნდა იყოს საჭირო და შესაბამისად აქეთკენ მივდივართ. ჩვენ ეს მესიჯი ბევრჯერ გავაჟღერეთ მშენებლებისთვის. მათაც ისინიც უნდა გადაეწყონ ახალ სისტემაზე“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მთავრობა ბიზნესთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, სამშენებლო სექტორში რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სამართლებრივ გაფორმებას გეგმავს. საუბარია ხარჯთაღრიცხვის წარმოებასა და ინდექსაციის მექანიზმებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რომლებიც უკვე შეთანხმებულია და კერძო სექტორის მხრიდან პოზიტიურად არის შეფასებული.
„მათ ასევე დააფიქსირეს სხვა პრობლემებიც და ჩვენ შევთანხმდით, რომ რახან ეს არის ასოციაცია, მათ შეუძლიათ ჩვენ დეტალურად მოგვცენ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც ფიქრობენ, რომ პრობლემურია, ასევე გვანახონ გადაწყვეტის გზები და რა თქმა უნდა მერე შევალთ ჩვენ ამ მსჯელობაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა კომპლექსური საკითხია, აქ არის სახელმწიფო ინტერესები, არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომელსაც იმიტომ, რომ ვთქვათ ბიზნესს ხელი შეუწყო, უბრალოდ ვერ გადახვალ, მაგრამ არის რაღაცა საკითხები, რომელზეც შეგიძლია რასაკვირველია სხვანაირად შეხედო, სხვანაირად დაინახო და ჩვენ მოკლედ ამისთვის მზად ვართ.
ჯამში ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, თუმცა მთავარი ლაიტმოტივი, რაც გასდევდა ამ შეხვედრას პრემიერ-მინისტრისგან, ინფრასტრუქტურის მინისტრისგან და მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას მშენებლებთან ერთად, მთავარი ლაიტმოტივი იყო ის, რომ ჩვენ გადავიხდით იმდენს, რამდენიც ღირს, მაგრამ ხარისხთან მიმართებაში ჩვენ ვერ ვიქნებით შეურიგებლები, იმიტომ რომ არ დავუშვებთ განხორციელდეს პროექტი, დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული და მივიღოთ უხარისხო პროდუქტი ან არ მივიღოთ ან მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ არა დათქმულ დროსა და ვადაში. ანუ ამასაც თავისი ახსნა აქვს - შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი მიიღო, მაგრამ ხუთი წლის მერე, რაც დღეს უნდა აშენდეს ვთქვათ ერთი წლის თავზე. და ამის მიმართულებითაც, ვადებთან მიმართებაშიც ჩვენ ძალიან მკაცრები ვართ.
დანარჩენი მიმართულებით, თუ სადღაც არის რაღაც გასასწორებელი სისტემურ დონეზე, ადგილობრივ დონეზე, ჩვენ მზად ვართ, რომ აბსოლუტურად ყველა საკითხში წავყვეთ, ყველა საკითხში შევიდეთ დისკუსიაში და რა თქმა უნდა არგუმენტების მოსმენის შემდეგ მზად ვართ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. და ის გადაწყვეტილებებიც, რომელიც გავაჟღერეთ, იდეაში  პრაქტიკული პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთი კარგი მაგალითია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადადის - თამარ იოსელიანი

24.04.2026.13:18

„საქართველოს მთავრობას აქვს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების ძალიან სწორი პოლიტიკა, სადაც, რა თქმა უნდა, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, სადაც სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია," - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, კონტრაქტორი, ბელგიური „დიდი ოთხეულის" წარმომადგენელი საზღვაო სამშენებლო სამუშაოებში, Jan De Nul უკვე გადადის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე.

„ამ პერიოდის განმავლობაში შევძელით დაახლოებით 52 მილიონი დოლარის ეკონომიის განხორციელება აღნიშნულ პროექტში. დაახლოებით 1 კმ და 380 მეტრის ტალღმჭრელი აშენდება და შესაბამისად, დაღრმავდება შემოსასვლელი არხი დაახლოებით 18 მეტრამდე იმისათვის, რომ დიდმა გემებმა შეძლონ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში შემოსვლა. ეს ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი პრიორიტეტი იქნება იმისათვის, რომ შუა დერეფანში კიდევ ერთხელ გავამყაროთ საქართველოს, როგორც წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის ადგილი" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს თანმიმდევრული და სისტემური განვითარების გეგმა, რომელიც მოიცავს როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ისე საგზაო ქსელის განვითარებასა და საავტომობილო გზების მშენებლობას, ასევე ავიაციის სექტორს, მათ შორის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა