მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.3
-0.0059
flag
AZN 1.5824
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0013
flag
EUR 3.1499
-0.0094
flag
GBP 3.6451
-0.016
flag
KZT 57.88
-0.0021
flag
TRY 0.0595
-0.0001
flag
USD 2.6899
-0.0009
news banner

გვაქვს ხელშესახები შედეგები რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით, შესყიდვების ოპტიმიზაციისა და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მლნ ლარი, რაც მოხმარდება რკინიგზის შემდგომ განვითარებას - პრემიერი

news image

ოპტიმიზაციის ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რაც გასულ წელს განხორციელდა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით. 
მინდა, აღვნიშნო რამდენიმე ძირითადი შედეგი, რაც გვაქვს ამ ერთი წლის მანძილზე. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში და ამ ყველაფრის შედეგად, დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 18.5 მლნ ლარი. რომ ავიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია და პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი სცდება 40 მლნ ლარს. ასევე, გვქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი, შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190.4 მლნ ლარი. ბუნებრივია, ეს დანაზოგიც მოხმარდება საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებას და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ოპტიმიზაციის ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლება

05.05.2026.13:23

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია. სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლების პარალელურად, გაიზარდა მატარებლის გადაზიდვის დასაშვები სიგრძე და წონები.

კერძოდ, თუ აქამდე სატვირთო მატარებელი საშუალოდ 45 ვაგონისგან შედგებოდა, დღეს მათი რაოდენობა 57 ერთეულამდეა გაზრდილი. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო შემადგენლობების გამტარუნარიანობასა და გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფოთი-ბაქოსა და ფოთი-თბილისის მიმართულებებზე რეგულარული ბლოკ-მატარებლები დაინიშნა, რამაც გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთანავე, შიდა რესურსით 350-მდე ვაგონი გარემონტდა, არსებულ პარკს კი უახლოეს პერიოდში ახალი ვაგონებიც დაემატება.

„სატვირთო გადაზიდვებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს. დავიწყეთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკის განახლება. ვამცირებთ გადაზიდვის დროს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ტვირთმფლობელებისთვის. დავასრულეთ მოდერნიზაციის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობების გაზრდას. საქართველოს რკინიგზა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება შუა დერეფნის ქვეყნებისთვის“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მატარებლების სიჩქარე მოიმატებს, სატრანზიტო დრო განახევრდება, გამტარუნარიანობა კი გაორმაგდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა