მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 74%-მდე ზრდა მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე - ვახტანგ ცინცაძე

news image
mbc image

„იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 73.5%-იანი  ზრდა დაფიქსირდა, მოცულობა კი 1 მლრდ 550 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა მეტყველებს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად, პროდუქცია, რომელიც საქართველოში იქმნება და იწარმოება, კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა კვლავ გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი, 2,439.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აპრილის თვეში კი  ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და ასევე თვის რეკორდულ მოცულობას - 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

„ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა არაერთ ნაბიჯს დგამს, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული ქვეყანაში ქმნის დამატებულ ღირებულებას, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც, თავისთავად, პოზიტიურად აისახება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ აპრილის თვეში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი - სავაჭრო დეფიციტმა 765.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 143.0 მლნ აშშ. დოლარით გაუმჯობესდა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, იანვარ-აპრილის პერიოდში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უკავია, მეორე და მესამე ადგილებზე კი  ყირგიზეთი და ჩინეთია. პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების,  ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და სხვა კაკლის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინოების ექსპორტი.

„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას უფრო ეფექტიანი მექანიზმებით, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას და მოსახლეობის  კეთილდღეობის ზრდას " - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა