2026 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 472 სამშენებლო ნებართვა l საქსტატი
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 472 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით მეტი) 2 367.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით ნაკლები). ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.1 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.8 და 7.8 პროცენტი კი — კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2026 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 722.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტი) 683 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე და 10.7 პროცენტი — კახეთის რეგიონზე.
სხვა სიახლეები
2026 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 472 სამშენებლო ნებართვა l საქსტატი
30.04.2026.11:17