მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია - ვახტანგ ცინცა

news image
mbc image

ქვეყანაში ბიზნესაქტივობა პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა - აღნიშნული გავლენას ახდენს, როგორც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის, ისე რეექსპორტის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ 2026 წლის 4 თვის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ვახტანგ ცინცაძემ ყურადღება მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ იანვარი-აპრილის პერიოდში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 21%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„ეკონომიკური ზრდა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლის ზრდას და ზოგადად ეკონომიკური დოვლათის გენერირებას", - აცხადებს მინისტრის მოადგილე. ვახტანგ ცინცაძის თქმით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, სახელმწიფო პროგრამები და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

„ადგილობრივი წარმოება არის ზუსტად ის მიმართულება, რომელიც ქვეყანაში ქმნის მაღალ დამატებულ ღირებულებას, შემოდის უცხოური ინვესტიციები, ასაქმებს ადამიანებს. გარდა ამისა, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომელიც უშუალოდ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ასევე გამოვყოფდი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს საშუალებას, წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით გაიტანონ", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 2,439.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებლები რეკორდულია აპრილშიც, როდესაც ექსპორტის მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.1%-ით გაიზარდა და 716.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი

08.06.2026.01:52

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)

9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)

10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)

12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)

12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)

სებ-ის კალენდარი

10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა