ინდექსაციის მიღება კომპანიებს მოგვცემს სტაბილურად საქმის კეთების საშუალებას - არ შეიძლება არ იყოს დანახული ის ხედვები და მზაობა, რომელიც სახელმწიფომ სექტორის მიმართ გამოხატა l ნათია ხვედელიძე
ინდექსაციის მიღება კომპანიებს მოგვცემს სტაბილურად საქმის კეთების საშუალებას და სიმშვიდის შეგრძნებას. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით მშენებელთა ასოციაცია 5-6 წელია რაც იბრძვის, - განაცხადა დიკა 2010-ის მმართველმა პარტნიორმა ნათია ხვედელიძემ.
„სექტორი უკრაინის ომმა ძალიან დააზიანა, მანამდე კი კოვიდმა, შესაბამისად, მაშინ რომ ინდექსაცია ყოფილიყო, დღეს უფრო ძლიერი კომპანიები ეყოლებოდა სახელმწიფოს. ამიტომ, არ შეიძლება არ იყოს დანახული ის ხედვები და მზაობა, რომელიც სახელმწიფომ სექტორის მიმართ გამოხატა“, - აღნიშნა მან.
მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს. ცვლილებების მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლობის მქონე გარემოს შექმნა. სწორედ ეს საკითხი განიხილეს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიების და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
სხვა სიახლეები
საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა
08.06.2026.15:00
საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.
რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა: