მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.3
-0.0059
flag
AZN 1.5824
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0013
flag
EUR 3.1499
-0.0094
flag
GBP 3.6451
-0.016
flag
KZT 57.88
-0.0021
flag
TRY 0.0595
-0.0001
flag
USD 2.6899
-0.0009
news banner

მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის, ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტი - ირაკლი კობახიძე

news image

ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში.
ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული. აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით. გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ასევე ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ამ ყველაფერში რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა

05.05.2026.12:57

საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილური და თანმიმდევრული ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა.

კომპანიის წმინდა მოგება 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგების მარჟა 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 25%-დან 36%-მდე გაუმჯობესდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის შემოსავლები. 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით მეორე ნახევარში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემები 2025 წლის იმავე პერიოდთან მიმართებით 15%-ით არის გაზრდილი.
კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ფინანსური მდგრადობის განმტკიცებას და ეფექტურობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, რაც ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
„საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ, მოვახდინეთ საკადრო ოპტიმიზაცია, გადავხედეთ გაფორმებულ ხელშეკრულებებს და თანხები ამ მიმართულებითაც დავზოგეთ, კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

ლაშა აბაშიძის განმარტებით, წლის განმავლობაში არაერთი სტრატეგიული ცვლილება განხორციელდა. გაუქმდა იჯარა 400 ერთეულ ვაგონზე, ხოლო გვირაბების სამუშაოებზე დაზოგილმა თანხამ დაახლოებით 13 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს რკინიგზასა და საკონტეინერო გადაზიდვების ტვირთმფლობელებს შორის.

ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაციფრულდა სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 7.5-ჯერ (15-დან 2 სთ-მდე).

საქართველოს რკინიგზის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები დღეს ლაშა აბაშიძემ სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ღონისძიებაზე მთავრობის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა