მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

კასპის ცემენტის ქარხანაში იწყება $70 მილიონის ღირებულების პროექტის განხორციელება, წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს, საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი - ირაკლი კობახიძე

news image
mbc image

„ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კასპის ქარხანაში ახალი, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ჰანიველ ცემენტი" ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს „ჰანიველ ცემენტი", კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად. ეს არის იმ ტრადიციის გაგრძელება, რომელიც 1926 წელს, კასპში პირველი ქარხნის აშენებით დაიწყო. ქართული ცემენტის წარმოების ეს საუკუნოვანი ისტორია ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების განუყოფელი ნაწილია.

„ჰანიველ ცემენტი" ქვეყანაში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროდუქციის სრული ციკლით წარმოება შეუძლია. ახალი მასშტაბური პროექტი ჩვენს ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს. წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი - ჩვენ საკუთარი რესურსით, იმპორტზე დამოკიდებულების გარეშე, შეუფერხებლად მოვამარაგებთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ და დეველოპერულ მშენებლობებს.
ჩვენი საქმიანობის მთავარი ორიენტირიც სწორედ ესაა - ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცება, იმპორტზე დამოკიდებულების თვისებრივად შემცირება და ადგილობრივი ბაზრისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება.

ჩვენთვის, ბუნებრივია, პრიორიტეტულია გარემოზე ზრუნვაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ საწარმო აღიჭურვება უახლესი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად, რაც მინიმუმამდე დაიყვანს გარემოზე ზემოქმედებას და დანერგავს თანამედროვე, მწვანე წარმოების პრინციპებს.

ამ სახელმწიფოებრივი ხედვის მხარდაჭერისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო საქმეში - ინჟინერ-მშენებლებს, ტექნიკურ პერსონალს და ჩვენს პარტნიორებს: საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, „ჰანიველ პარტნერზს" და „ჯიაიჯი ჰოლდინგს". მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ",- აღნიშნა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა