ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1404 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6818 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6818 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6843 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1404 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1594 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.019 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი
08.06.2026.01:52
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)
9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)
12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა