მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებსა და იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყანას აქვს. აღინიშნა, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ისეთ სტრატეგიულ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ დაკავშირებადობისა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო მოთამაშის როლის გაძლიერებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობის საკითხები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი
08.06.2026.01:52
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)
9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)
12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა