მარიამ ქვრივიშვილმა აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს მარიამ ქვრივიშვილისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში, რომელშიც ADB-ის მხრიდან ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჯონჰუ ჰვანგი, სოციალური და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორი ზეჰრა აბასი და ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლამი მონაწილეობდნენ, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, მათ შორის, მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად დიდი ჰესების მნიშვნელობას და იმ პოტენციალს, რომელიც ამ კუთხით ქვეყანას გააჩნია. როგორც აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოდერნიზაციასა და გაძლიერებაში, ქარისა და ჰიდროპროექტების განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ADB-ის მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკულ სექტორში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირებას.
აზიის განვითარების ბანკთან გამართულ შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ ესპანეთში Ford-ის ავტომობილების წარმოების ობიექტების ნაწილი შეიძინა
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
08.05.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1600 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6859 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6859 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6874 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1600 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1636 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036
ლარი შეადგინა.