მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საინვესტიციო და სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს, პეკინში ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის (NDRC) თავმჯდომარის მოადგილეს ჭოუ ჰაიბინს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი სატრანსპორტო სექტორში ინარჩუნებენ მტკიცე და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას, რომელიც ხასიათდება მჭიდრო თანამშრომლობით როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

⁠მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ინვესტიციების მოსაზიდად საქართველო-ჩინეთს შორის დიალოგის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან ინვესტიციების განხორციელებას. ეს იქნება მთავრობათაშორისი ფორმატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტს შორის, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, მათ შორის, ინვესტიციებზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც ტვირთნაკადების კუთხით ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელ როლზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება როგორც ორი ქვეყნის, ისე შუა დერეფნის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რკინიგზის მოდერნიზაციისა და გამტარუნარიანობის, ასევე, ზოგადად, სატრანსპორტი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რომლითაც საქართველო შეძლებს გააორმაგოს ტვირთნაკადის გამტარუნარიანობა და შეამციროს გადაზიდვის დრო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ასევე ენერგორესურსებისა და სამეწარმეო სფეროში.

შეხვედრაზე განიხილეს არსებული მექანიზმები, რომელიც „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ფარგლებში ხელმოწერილი გზამკვლევით არის გათვალისწინებული. აღინიშნა, რომ გზამკვლევით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადავა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააქტიურებენ თანამშრომლობას ერთობლივი საწარმოს - Middle Corridor Multimodal Ltd-ის ფარგლებში, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში სარკინიგზო გადაზიდვების კუთხით კონკრეტულ ღონისძიებებს და დამატებითი ტვირთების მოზიდვის ხელშეწყობას გულისხმობს.

მარიამ ქვრივიშვილმა და ჭოუ ჰაიბინმა დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის სამთავრობო და კერძო სექტორების ძალისხმევა სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით და აღნიშნეს, რომ ინვესტიციების მოსაზიდად მთავრობათაშორისი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება ჩინეთიდან მსხვილი ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, ახალი ინიციატივების განხილვისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის.

შეხვედრაში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს დესპანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბესიკ შარაშენიძემ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

24.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1505 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6932 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1505 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0041 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა