მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „ჰანიველ ცემენტის" ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად კომპანია „ჰანიველ ცემენტის" ახალი საინვესტიციო პროექტის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროცესში ინდუსტრიული სექტორის როლზე და ამ კუთხით ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჰანიველ ცემენტი", რომელიც უკვე წლებია, ქვეყნის სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - აფართოებს წარმოებას, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს და მნიშვნელოვნად ზრდის საკუთარ შესაძლებლობებს. მისი გაფართოება ნიშნავს, რომ საქართველოში იზრდება წარმოება, ვითარდება ინდუსტრია და იქმნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, ჩნდება მეტი მოთხოვნა და, ბუნებრივია, რომ ჩნდება მიწოდებაც. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი საწარმოო და ინდუსტრიული სექტორის განვითარება, სწორედ წარმოება, ინდუსტრია და ინფრასტრუქტურული პროექტებია ეკონომიკური მდგრადობის, ახალი სამუშაო ადგილებისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მთავარი საფუძველი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჰანიველ ცემენტის" ახალი საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია, ის კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში კლინკერის წლიური წარმოება 400,000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. პარალელურად, შენდება ცემენტის დაფქვის ახალი ხაზი, შედეგად, ცემენტის წლიური წარმოება 2.7 მილიონ ტონას მიაღწევს. ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა 2028 წლიდან იგეგმება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მშენებლობის სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება - 2025 წელს მისი წილი მშპ-ში 8 % იყო, ხოლო სექტორში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 7.3 მლრდ ლარს მიაღწია.

„70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ნიშნავს, რომ მოხდება თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების გაძლიერება, ტექნოლოგიური განახლება და წარმოების შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ზრდა. პროექტის ფარგლებში დაინერგება ენერგოეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომპანია ამ ეტაპზე 1200-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო საინვესტიციო პროექტი დამატებით, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, მათ შორის, კონტრაქტორი კომპანიების მიმართულებით.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ინვესტორების წვლილი და როლი, მათი ნდობა საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესგარემოსა და იმ დადებითი პერსპექტივის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მათი ნდობა რეალურად იქცევა ასეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების საფუძვლად", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

15.05.2026.17:00

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1201 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6789 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6789 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1201 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1374 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0173 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა