მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძლიერდება - ვახტანგ ცინცაძე

news image

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაუარესების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება. კერძოდ - მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10.7% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას.

მარტის თვისა და პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია - მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და სხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

ამასთან, ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებულ დადებით ტენდენციებზე, რაც მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია.

„იანვარ-მარტში ექსპორტის დაახლოებით 23%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი, რომელიც ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს მოიცავს, 75%-ზე მეტად გაიზარდა. პირველ კვარტლის ჭრილში ასევე რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით, რომლის მოცულობამ 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ზემოაღნიშნული მონაცემები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესაქტივობის გაძლიერებას, რაც თავისთავად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას შემდგომი თვეების განმავლობაშიც შეინარჩუნებს.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება და საქართველოს ექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ვიდრე ამას პროგნოზირებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თუ სხვა ორგანიზაციები“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

30.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1500 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6916 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1500 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1499 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა