მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასა და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე - პრემიერი

news image

მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 10.7%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე.

„გვაქვს ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდის. პირველი კვარტლის მონაცემებით საშუალოდ ეკონომიკა გაიზარდა 9.1%-ით და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია კრიზისის ფონზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში. გვაქვს ახალი, ურთულესი კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზეც, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. ამ კრიზისის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი. ერთ-ერთი მიზეზი, ამას ცალკე ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ის, რომ შარშან ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ აისახა ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე. შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 7.5% და წელს, პირველი კვარტლის მონაცემებით გვაქვს გაუმჯობესებული შედეგები და ამან მოგვცა კონკრეტული ხელშესახები შედეგები სხვადასხვა მიმართულებით. ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდასა და შესაბამისი პროგრამების გაფართოებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რისთვისაც მთავრობა ძალისხმევას მომავალშიც არ დაიშურებს", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სავალუტო რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს $6,47 მილიარდს, მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი - ირაკლი კობახიძე

08.05.2026.14:49

აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დადებითი ტენდენციების ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დამატებით აპრილის თვეში სავალუტო რეზერვები შეავსო 154,2 მილიონი დოლარით.

„შესაბამისად, რეზერვებმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს 6,47 მილიარდ დოლარს. ლარის კურსი ინარჩუნებს სტაბილურობას. ამ ყველაფრისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ მთლიანად ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებლები, შევავსოთ დამატებით ჩვენი სავალუტო რეზერვები, ამისათვის გაკეთდება მაქსიმუმი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა