მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ჰანიველ პარტნერსი“ სრულიად არის გაქართულებული, ადგილობრივი ჯგუფი მართავს ამ კომპანიას, რამაც მოგვცა უზარმაზარი წინსვლა და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არის ზუსტად ამის შედეგი - ირაკლი რუხაძე

news image
mbc image

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ჰანიველ პარტნერსი“ სრულიად არის გაქართულებული, ადგილობრივი ჯგუფი მართავს ამ კომპანიას, რამაც მოგვცა უზარმაზარი წინსვლა და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არის ზუსტად ამის შედეგი, - განაცხადა კომპანია „ჰანიველ პარტნერსის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ კასპის ქარხანაში ახალი 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის დაწყების ცერემონიაზე. 

მისივე თქმით, კომპანია აგრძელებს ზრდას და მათი მიზანია, საქართველოს განვითარებისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებში წვლილის შეტანა. 

„ბატონო პრემიერო, ქალბატონო მინისტრო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ დღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მე ამაყი ვარ, რომ ვარ ამ წარმოუდგენლად წარმატებული კომპანიის ნაწილი. ჩემი კომპანია და თანადაფინანსების ფონდი დაახლოებით, 8-9 წლის წინ შემოვიდა ამ კომპანიაში, გავხდით თანამფლობელები და ამ დროის განმავლობაში მოვახერხეთ 200 მილიონ დოლარზე მეტი დაგვებანდებინა ამ კომპანიის განვითარებაში. შევქმენით დამატებითი სამუშაო ადგილები, გვქონდა უპრეცედენტო ზრდა, გავაკეთეთ ახალი ინოვაციური პროექტები, მაგალითად ამ ხაზს, რომელსაც ხედავთ, ის დღეს საქართველოში გადაყრილი საბურავების დაახლოებით 10 პროცენტს ამუშავებს და ამას ყველაფერს ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით. ეს ყველაფერი ხდება, რა თქმა უნდა, ეკოლოგიურად სუფთა გზით.

რაც მთავარია, ეს კომპანია სრულებით გაქართულდა. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენ გვყავს გენერალური დირექტორი, რომელიც არის ქართველი, დათო ჯუღაშვილი და მე თუ მკითხავთ, ამ გაქართულებამ და იმის შესაძლებლობამ, რომ ადგილობრივი ჯგუფი მართავს ამ კომპანიას, მოგვცა უზარმაზარი წინსვლა და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არის ზუსტად ამის შედეგი.

ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას. ის პროექტები, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჯერ კიდევ არ მომხდარა - პორტები, ჰიდროელექტროსადგურები, ახალი აეროპორტი, პროექტები, რომელზეც ბევრი საუბარი მიდის და იმედი გვაქვს, რომ მალე დაიწყება. ამისთვის ვემზადებით ჩვენ, რომ მივაწოდოთ ის ცემენტი და ბეტონი, რომელიც ამ პროექტებს დასჭირდება. ამიტომ, ჩვენ ვამატებთ არა მხოლოდ კლინკერის წარმოებას, ჩვენ ქვეყანაში კლინკერის ერთადერთი მწარმოებლები ვართ, არამედ ასევე წისქვილის მოცულობებსაც. ჩვენ გავზრდით წისქვილის მოცულობებს, როგორც აღმოსავლეთ, ისევე დასავლეთ საქართველოში. მინდა წარმატება ვუსურვო ამ კომპანიას. უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს იმიტომ, რომ ამ კომპანიის სიძლიერე დგას მათზე და სწორედ მათ გამოა, რომ ამდენი ხალხი დაინტერესებულია ამ კომპანიით. ახლა სტუმრებს შორის არიან მსოფლიოში ყველაზე დიდი ცემენტის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებსაც აინტერესებთ, რომ ჩვენი თანამფლობელები გახდნენ და ეს თუ მოხდა კიდევ უფრო სხვა დონეზე გადაგვიყვანს ჩვენ, როგორც კომპანიას“, - აღნიშნა რუხაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა