მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

რეფერენტული ფასები დადგენილია 7 000 მედიკამენტზე და შესაძლებელია, რომ ჩამონათვალი გაფართოვდეს - მინისტრი 

news image
mbc image

კომერციული ინტერესი იქით ექაჩება ყველაფერს, რომ წამალი მეტი იყიდებოდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმის ხარჯზე, რომ ინდივიდუალურად მე თუ მჭირდება 10, რომ მინიშნავდნენ 12-ს, - ამის  შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მედიკამენტების ფასებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოქალაქე აბსოლუტურად მართებულად უყურებს და აფასებს საკითხს, როცა ფასების შედარებას ახდენს. მინისტრმა რეფერენტულ ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შესაძლოა ჩამონათვალი გაფართოვდეს. 


„განსხვავებით სხვა სექტორებიდან, აქ უკვე არის გადადგმული რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტრადიციულად რომელიც მოდის და რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ შემთხვევაში ფასების სამართლიანობაზე. ეს არის რა თქმა უნდა რეფერენტული ფასები, ეს არის სხვა ასე ვთქვათ პოლიტიკის საკითხები ამ სფეროში. არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც ფასები საკმაოდ დიდ ნაწილზე მედიკამენტებისა არის რეგულირებული. ერთ-ერთ მიმართულებად განიხილებოდა სწორედ იგივე მექანიზმის გაფართოება ერთის მხრივ, ამ რეფერენტული ფასებისა. მოგეხსენებათ, რომ დღეს დადგენილია ეს 7000 მედიკამენტზე და დაგეგმილია, რომ შეიძლება გაგრძელდეს. ფარმაცევტიკაში მაინც ცოტა განსხვავებულია მიდგომა. ეკონომიკის სტანდარტული პრინციპი ასე მარტივად რომ გამოვხატოთ, რომ რა ფასადაც იყიდება პროდუქტი ის უნდა იყოს მისი ფასი, მაგრამ ფარმაცევტიკა არ არის ის სფერო, სადაც ეს კანონზომიერება უნდა მოქმედებდეს შეუზღუდავად. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა. აქ აუცილებელია, რომ პროტექციონისტული დამოკიდებულებაც იყოს. თუნდაც 100 ადამიანიდან 90 ახერხებდეს რაღაცის ყიდვას მაღალ ფასად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ 10 ადამიანს, რომელსაც შეიძლება ნაკლები შესაძლებლობა აქვს ფინანსური, რომ ხელი არ მიუწვდებოდეს მედიკამენტზე. ასე რომ მედიკამენტი ეს არ არის არც ფუფუნების, არც კომფორტის, არც ბევრი კიდევ სხვა რაღაცის ასეთის საგანი. ეს არის რა თქმა უნდა აუცილებლობის საკითხი სიცოცხლის, ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე სრული უფლება გვაქვს რომ ვიყოთ განწყობილი ისე, რომ პროტექციონისტულად მივუდგეთ ამას ყველაფერს და მოქალაქე იყოს მაქსიმალურად დაცული - მისი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. სხვათა შორის აქ ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფასით ხელმისაწვდომობას, არამედ განსაკუთრებულად სენსიტიურია ხარისხის საკითხიც, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ეს არის უაღრესად დიდი მნიშვნელობისა და მთავარი მოქალაქე დაცული უნდა იყოს - ეს უკვე კლინიკურ სფეროში გადადის მართალია, მაგრამ მჭიდრო კავშირი აქვს თვითონ ფარმაცევტულ პროდუქტთან. იქ აუცილებლად უნდა იყოს დამცველი მექანიზმები, რომ ზედმეტად არ ხდებოდეს მედიკამენტების გამოყენება, არასაჭირო ზედმეტი, რომელიც თავის მხრივ რა თქმა უნდა შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნებელიც იყოს. კომერციული ინტერესი იქით ექაჩება ყველაფერს, რომ წამალი მეტი იყიდებოდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმის ხარჯზე, რომ ინდივიდუალურად მე თუ მჭირდება 10, რომ მინიშნავდნენ 12-ს. აქედან გამომდინარე ესეც კი კავშირშია ამ სფეროსთან. საბოლოო ჯამში მოქალაქე რა თქმა უნდა აბსოლუტურად მართებულად უყურებს და აფასებს საკითხს მხოლოდ იმ პირობებით, რომ შედიოდა შარშან მაგალითად აფთიაქში, ყიდულობდა რაღაც რაოდენობის მედიკამენტს, ის დღეს ადარებს ჯამურად რამდენი ეხარჯება.მესმის რომ შამპუნზე პოლიტიკა, რომელიც შეიძლება იყიდება ან საპონზე აფთიაქში, ვერ იქნება იგივე პოლიტიკა როგორიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე. მედიკამენტების მიმართულებით ჩვენ ვეცდებით, რომ ობიექტურადაც შევამციროთ და მეორეს მხრივ აღქმაც თვითონ მოქალაქეებისა, ინფორმირებული მოქალაქისა იყოს რელევანტური და სწორი,

სამართლიანობის საწინააღმდეგოდ ვერავის ვერაფერი ექნება. აქედან გამომდინარე რეალურადაც როდესაც ხედავენ, რომ არა სიტყვით არამედ საქმითაც სამართლიანობაზეა მოთხოვნა, იქ ბუნებრივია არავინ უკან არ დაიხევს ამ მიმართულებით.“, - განაცხადა მინისტრმა. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა | საქსტატი

30.10.2026.11:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.

2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა