საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. გამოქვეყნებულ ანგარიშში Moody’s-ი აღნიშნავს:
საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე შეიცვალა, რაც ასახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს. Moody’s-ი ელის, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მშპ-ს ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.
Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო აქტივების ხარისხი მდგრადი დარჩება. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შინამეურნეობების შემოსავლების ჯანსაღი დინამიკა ხელს შეუწყობს მსესხებელთა გადახდისუნარიანობას.
კაპიტალის ბუფერები საკმარისი დარჩება, რასაც ხელს შეუწყობს მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნები და ძლიერი შიდა კაპიტალის წარმოქმნა. ასევე, მაღალი დარჩება მომგებიანობა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დედოლარიზაცია კვლავ გაგრძელდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღადგინა უცხოური ვალუტის რეზერვები.
დღის ტოპ 10 სიახლე
არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
„სტუდია 9“ თელავის, რუსთავისა და წყალტუბოს ახალ სტადიონებს UEFA-ს სტანდარტების მიხედვით აპროექტებს
საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-დან 8.4%-მდე გაზარდა - რას აჩვენებს დაზუსტებული მონაცემები
სხვა სიახლეები
Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა
13.11.2026.13:37
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) „BB“ დონეზე დაადასტურა.
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.
Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.