მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე

news image

საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-ი ანგარიშში ხაზს უსვამს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სიჯანსაღეს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

მისი თქმით, ანგარიშში დასახელებულია ის ფაქტორები, რაც აღნიშნულ რეიტინგს და სტაბილურ პერსპექტივას განაპირობებს, მათ შორის, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები, როგორც ბოლო წლების, ისე 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია ფისკალური დეფიციტის და ვალის მაჩვენებლების დაბალი ნიშნული და კლებადი ტენდენცია მშპ-სთან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნივშნელოვანი გაუმჯობესება და მონეტარული პოლიტიკის სიჯანსაღე, ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორის როლი.

„გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშის თანახმად, საკრედიტო სარეიტინგო კომპანია საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის მაღალ ზრდას იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან მიმართებით, პოტენციურ ზრდასთან დაახლოების პერსპექტივით. ანგარიშში ხაზგასმულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის სტრუქტურული რეფორმებისა და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების როლი, განსაკუთრებით, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას - ვახტანგ ცინცაძე

16.05.2026.13:43

„სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, სტაბილურ დონეზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე - შეფასებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შესადარისი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური შოკების ფონზე აღნიშნული პერსპექტივის შენარჩუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას.

„შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების ძლიერ ტენდენციაზე. ამის გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის გააუმჯობესა, კერძოდ, წელს სარეიტინგო სააგენტო 6,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული" - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე თქმით, სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის განახევრებას და საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეს.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ტენდენციები, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის კუთხით, გაგრძელდება როგორც 2026, ასევე მომდევნო წლებში. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რათა გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი, შემცირდეს უმუშევრობა და ქვეყანაში შეიქმნას მეტი დამატებული ღირებულება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა