მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, კვლავ, გონივრულად და წინდახედულად აფასებს - ფინანსთა სამინისტრო

news image

საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა. 

საკრედიტო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა და დაადასტურა სტაბილური პერსპექტივა.

ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, ზომიერი მთავრობის ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით არის განპირობებული.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მაღალი გეოპოლიტიკური და გლობალური რისკების მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც გაძლიერებული შიდა მოთხოვნითაა განპირობებული. აღნიშნულია ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი, ასევე წმინდა ექსპორტის დადებითი კონტრიბუცია. Fitch Ratings-ი მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.

სააგენტო საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, კვლავ, გონივრულად და წინდახედულად აფასებს.

Fitch Ratings-ი აღნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ბოლო წლებში გაუმჯობესებულია, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი ნარჩუნდება ფისკალური ზღვრის - მშპ-ის მიმართ 3 პროცენტზე მნიშვნელოვნად დაბალ დონეზე, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 35%-ზე დაბლა, რაც მნიშვენლოვნად დაბალია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღრულ ზღვართან, ასევე მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, აღნიშნულია, რომ ვალის პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალი, პრაქტიკულად სრულად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული, შეღავათიანი კრედიტებისგან შედგება. ამასთან, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე და მონეტარული პოლიტიკა განაგრძობს მკაცრ პოლიტიკას ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით.

Fitch Ratings-ი საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია სექტორის მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და გონივრული ზედამხედველობა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები ხელს უწყობს დოლარიზაციის შემცირებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება

16.05.2026.10:59

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიხედვით, 'BB' რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო, ზომიერი საგარეო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს. როგორც Fitch-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა კვლავ განაგრძო და 2026 წლის აპრილში 6.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მათივე განმარტებით, ბოლო თვეებში ლარის გამყარებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა მისცა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვები განეხორციელებინა. ,,საქართველოს ეკონომიკაში არსებული ძლიერი შიდა ეკონომიკური გარემო კვლავ უწყობს ხელს საბანკო სექტორის ფინანსური მაჩვენებლების სიმყარეს - სექტორი მომგებიანია (მარტის მდგომარეობით ROE 22.8%), ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით (პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17%) და აქტივების მაღალი ხარისხით (უმოქმედო სესხების წილი 2.5%)”,- ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია, სესხების დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირება მკაცრი სარეზერვო მოთხოვნებისა და მაკროპრუდენციული ზომების ფონზე. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება და 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა