მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა ადასტურებს ბაზრისადმი ნდობასა და ინვესტორთა ინტერესის ზრდას - ეკატერინე მიქაბაძე

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალია.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც კომპანიების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და ინვესტორთა ინტერესის ზრდას ასახავს.

„გასული წელი რეკორდული იყო, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ქართულმა კომპანიებმა 1.6 მილიარდი ლარის ობლიგაციები საჯარო განთავსება განახორციელეს, რაც 3.3-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება. ეს ზრდა ადასტურებს როგორც ბაზრისადმი მზარდ ნდობას, ისე კომპანიების მზაობას, აქტიურად გამოიყენონ კაპიტალის ბაზარი განვითარების დაფინანსებისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, ობლიგაციების ბაზრის განვითარება პირდაპირ კავშირშია ინვესტორების ინტერესისა და ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის ზრდასთან.

„კაპიტალის ბაზრის გაძლიერება ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას კომპანიებისთვის და უფრო დიდ არჩევანს ინვესტორებისთვის. სწორედ ასეთი ტრანზაქციები ქმნის გრძელვადიან საფუძველს მდგრადი ფინანსური სისტემისთვის“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ემისიის კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ემიტენტია და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 20, ხოლო უშუალოდ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობის ფარგლებში 11 საჯარო წარმატებული ემისია აქვს განხორციელებული. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში კრევეტების იმპორტი თითქმის გაორმაგდა

08.06.2026.19:00

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში გაყინული, ცივი წყლის კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოცულობის, ისე ღირებულების თვალსაზრისით. „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მოთხოვნა ამ მიმართულებით თითქმის გაორმაგდა, ხოლო მთავარ მიმწოდებლად უკრაინა გვევლინება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ შეიძინა 6.9 ტონა კრევეტი, რაშიც 26.6 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. 2025 წლის იმავე პერიოდში კი იმპორტირებულ იქნა 3.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 15.7 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, იმპორტი მოცულობის მიხედვით 97.1%-ით არის გაზრდილი, ხოლო თანხობრივ ნაწილში მატებამ 69.4% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის უდიდესი ნაწილი უკრაინაზე მოდის, საიდანაც ქვეყანამ 22.8 ათასი დოლარის ღირებულების 6.5 ტონა კრევეტი შეიძინა, რაც მთლიანი საიმპორტო მოცულობის 94.2%-ს შეადგენს. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე და მესამე ადგილებს ბელგია და საფრანგეთი ინაწილებენ. ბელგიიდან შემოტანილია 2.3 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა პროდუქტი (მოცულობის 2.9%), ხოლო საფრანგეთიდან საქართველომ 1.5 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა კრევეტი იყიდა, რაც ბაზრის 2.9%-ია.

მიუხედავად წლის დასაწყისში დაფიქსირებული მზარდი დინამიკისა, გრძელვადიან ჭრილში კრევეტების იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. გასულ, 2025 წელს საქართველოში სულ 50.9 ტონა კრევეტის იმპორტი განხორციელდა, რაც თითქმის 12-ჯერ ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყანამ რეკორდული რაოდენობის - 598.3 ტონა დელიკატესი შეიძინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა