მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.2
0.0034
flag
AZN 1.537
0
flag
CNY 38.931
0
flag
EUR 3.0374
0.001
flag
GBP 3.5377
0.0018
flag
KZT 57.52
0.0018
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6128
0.0002
news banner

საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა

news image
mbc image

აზერბაიჯანში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები გაფორმდა. სტრატეგიული დოკუმენტები მოიცავს ორი ქვეყნის 20 - წლიან თანამშრომლობას ელექტროენერგიის ყიდვა - გაყიდვისა და თურქეთის მიმართულებით ტრანზიტის, აგრეთვე საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის უწყვეტი მიწოდების შესახებ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბაქო - სუფსის ნავთობსადენის ქართული სექციის დატვირთვაზე. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ანალ ახუნდოვის და ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის როვშან ნაჯაფის შეხვედრაზე გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში SOCAR-ის ნაყოფიერ საქმიანობას ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე, როგორიცაა სამხრეთის გაზის დერეფანი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სხვა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზერბაიჯანის მინისტრებს შორის ენერგეტიკის სექტორში გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმებების პაკეტი, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის მიმართული.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებულ როლს ევროპის გაზით მომარაგებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და კვლავ დადასტურდა აღნიშნული პოლიტიკური კურსის ერთგულება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებები არა მხოლოდ გააძლიერებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში და კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა და მწვანე ენერგეტიკული ჰაბის, ფუნქციას.

სტრატეგიულ შეთანხმებებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა, აზერბაიჯანის მხრიდან კი SOCAR - ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა და SOCAR Midstream Operation LLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარჰან ალიევმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

07.09.2026.19:56

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა