საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით მიწოდებას ითვალისწინებს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ახალი ოცწლიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ხაზგასასმელია, რომ კორპორაციასა და შესაბამის მომწოდებელ კომპანიას შორის დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 2026 წელს იწურება, შესაბამისად, 20-წლიანი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და ჩაანაცვლებს დამატებითი გაზის მოცულობებს, რომლებიც საჭიროა სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
აღნიშნული თანამშრომლობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებით არ შემოიფარგლება - ის არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა სამხრეთკავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.
ეკატერინე სისაური ბაქოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
სხვა სიახლეები
Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 8 - 12 ივნისი
08.06.2026.01:52
რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 8 - 12 ივნისის კალენდარს გიზიარებთ:
საქსტატის კალენდარი
9 ივნისი | მონეტარული სისტემის, ფინანსური ბაზრის და ფისკალური სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი)
9 ივნისი | პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი)
10 ივნისი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მაისი)
12 ივნისი | მუზეუმების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
12 ივნისი | თეატრების სტატისტიკური გამოკვლევა (2025 წელი)
სებ-ის კალენდარი
10 ივნისი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა