მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდას მიჰყვება - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს ,,ელექტროენერგიით ვაჭრობის პერსპექტივები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში".

,,ჩვენი მოლოდინით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2035 წლისთვის 20.0 ტვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2025 წლის 14.9 ტვტ.სთ-თან შედარებით წლიური 3.4%-იანი ზრდაა. მოთხოვნის ზრდას ძირითადად ეკონომიკური აქტივობა და ელექტრიფიკაცია განაპირობებს, მათ შორის კონდიციონერებისა და საოჯახო ტექნიკის უფრო ფართო გამოყენება და ელექტრომობილების რაოდენობის მატება. 2007-26 წლებში განახლებადი ელექტროსადგურების 94% სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით აშენდა. 2017 წელს PPA-ს შეჩერებამ ინვესტორის ინტერესი შეანელა, ხოლო 2022 წლის ბოლოს CFD მექანიზმის ამოქმედებამ ინვესტორების ინტერესი კვლავ გააქტიურა. ჩვენი საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება, რის შედეგადაც საქართველოს დადგმული სიმძლავრე 2035 წლისთვის 8.8 გვტ-ს მიაღწევს. ამისთვის საჭირო იქნება $4.5 მლრდ-ის ინვესტიცია გენერაციის ობიექტებში და $1.0 მლრდ-ის ინვესტიცია ქსელის განვითარებაში. ამ სცენარის შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდება, ხოლო პროექტების შეფერხების შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებულება გაღრმავდება. რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობები ქვეყანათაშორისი ხაზების გამტარუნარიანობაზე, რეგიონულ გენერაციის მიქსზე, ელექტროენერგიის ფასებსა და ბაზრის წესებზე იქნება დამოკიდებული. ისტორიულად საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შესაძლოა სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოოს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ გზას შექმნის და გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონულ ელექტროენერგიით ვაჭრობაში", - აღნიშნულია ანგარიშში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა 10 ძირითად რეკომენდაციას გასცემს IMF საქართველოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით - დეტალები

12.05.2026.10:20

IMF-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტი განახლებულ ანგარიშს აქვეყნებს დასახელებით „საქართველოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა: პროგრესი, გამოწვევები და შემდგომი ნაბიჯები“.

"ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა სახელმწიფო საწარმოების (SOEs) ფინანსური ზედამხედველობის, გამჭვირვალობისა და ფისკალური რისკების მართვის გაძლიერებაში. ეს პროგრესი მხარდაჭერილი იყო კოორდინირებული რეფორმებით, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა ფისკალური რისკების გამჟღავნების გაუმჯობესება, კორპორატიული განზრახვების დეკლარაციების დანერგვა და სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსური რეფორმის სტრატეგიის მიღება, რომლის მიზანიცაა სახელმწიფო მფლობელობისა და კორპორატიული მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანა.

წარმოდგენილი ტექნიკური დახმარების ანგარიში აჯამებს აღნიშნულ რეფორმებს, აფასებს დარჩენილ ხარვეზებს და განსაზღვრავს პრიორიტეტულ შემდგომ ნაბიჯებს სახელმწიფო საწარმოთა მფლობელობის, მმართველობისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად. ანგარიში ხაზს უსვამს ფინანსური ზედამხედველობის გაფართოებისა და ერთგვაროვანი გამოყენების აუცილებლობას, საჯარო მომსახურების ვალდებულებების ფორმალიზებას, სახელმწიფო საწარმოთა საბჭოების პროფესიონალიზაციას და რეფორმების მხარდამჭერი საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფას. ამ ნაბიჯების მიზანია ფისკალური რისკების შემცირება და სახელმწიფო საწარმოთა საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოს ეკონომიკის სასარგებლოდ.

"საქართველოს ეკონომიკაში სახელმწიფო საწარმოებს (SOEs) მნიშვნელოვანი როლი აქვთ და ისინი უზრუნველყოფენ არსებითი სერვისების მიწოდებას ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ელექტროენერგია, წყალი, გაზი და ტრანსპორტი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა სახელმწიფო საწარმოების სტაბილიზაციისა და ეფექტიანობის გასაზრდელად, ფისკალური რისკების შესამცირებლად და მმართველობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის. 

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობისა და ფისკალური რისკების მართვის გაძლიერების მიმართულებით. ფინანსთა სამინისტროში ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის (FRMD) შექმნამ, ასევე ფისკალური რისკების ანგარიშისა (FRS) და სახელმწიფო საწარმოების აგრეგირებული ანგარიშის რეგულარულმა გამოქვეყნებამ გაზარდა გამჭვირვალობა და სახელმწიფოს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში შეუწყო ხელი. კორპორაციული განზრახვის განცხადებების (SCI) დანერგვამ შექმნა სტრუქტურირებული ჩარჩო სახელმწიფო საწარმოების შედეგიანობის მოლოდინების განსასაზღვრად, ხოლო მთავრობის №1012 დადგენილებამ ფინანსთა სამინისტროს შვიდი მსხვილი სახელმწიფო საწარმოს ფინანსური ზედამხედველობის უფლებამოსილება მიანიჭა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში IMF-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტი (FAD) ხელისუფლებას ამ რეფორმების განხორციელებაში ეხმარებოდა", - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ერთიანი ყოვლისმომცველი სახელმწიფო საწარმოების შესახებ კანონი ჯერ არ არის დამტკიცებული და პარლამენტში წარდგენამდე საჭიროებს რომ სრულად აისახოს სტრატეგიული მიზნები.

"სახელმწიფო საწარმოების ყოვლისმომცველი რეფორმის სტრატეგია 2022 წელს მომზადდა და გამოქვეყნდა, რომლის მიზანიც სახელმწიფო საწარმოების მმართველობის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან დაახლოებაა. სტრატეგიის საპილოტე დანერგვა განხორციელდა სამ მსხვილ სახელმწიფო საწარმოში, რამაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესის, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციისა და სამეთვალყურეო საბჭოების პროფესიონალიზაციის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მოიტანა. ხელისუფლება სტრატეგიის განხორციელებას მთავრობის №1012 დადგენილებისა და სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვის კოდექსის მეშვეობით აგრძელებს", - აღნიშნავს IMF-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტი.

ანგარიშის თანახმად, შემუშავებულია რეკომენდაციები სახელმწიფო საწარმოების (SOEs) რეფორმის ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით. მისიის რეკომენდაციაა, რომ გაგრძელდეს აქამდე მიღწეულ პროგრესზე დაყრდნობით მუშაობა და გაძლიერდეს ფინანსთა სამინისტროს (MOF) ძლიერი პოზიცია სახელმწიფო საწარმოების (SOEs) ფინანსურ და ფისკალურ ზედამხედველობაში. IMF-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის შეფასებით, მსხვილი სახელმწიფო საწარმოების პორტფელის მასშტაბური ანალიზი შეიძლება დაეხმაროს არაძირითადი საქმიანობების იდენტიფიცირებას მათი გამარტივების, შემცირების ან სხვა ერთეულებისთვის გადაცემის მიზნით. ეს ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების (SOEs) ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ფისკალური რისკების შემცირებას და მათი წვლილის გაზრდას სახელმწიფო ბიუჯეტში.

დეტალური ინფორმაციისთვის, IMF-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მისიის ფარგლებში განსაზღვრულია შემდეგი 10 ძირითადი რეკომენდაცია:

რეკომენდაცია #1

დადგენილება 1012-ის საფუძველზე გამოიცეს შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც ოპერატიულ დონეზე უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის განხორციელებას. ეს უნდა მოიცავდეს როლების მკაფიო განსაზღვრას, ანგარიშგების მოთხოვნებს, ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) დადგენას, საქმიანობის შეფასებას, ასევე მსხვილი სახელმწიფო საწარმოების ინვესტიციებისა და სესხების დამტკიცების პროცედურებს. 

რეკომენდაცია #2

გაფართოვდეს დადგენილება 1012-ის მოქმედების სფერო, რათა ის გასცდეს საპილოტე საწარმოებს და მოიცვას უფრო ფართო სპექტრის სახელმწიფო საწარმოები (SOEs), ასევე მათი არსებითი შვილობილი კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან ზღვრულ მაჩვენებლებს. გარდა ამისა, საჭიროა სხვადასხვა კანონმდებლობის ფარგლებში რეფორმით დაფარული სახელმწიფო საწარმოების ჩარჩოს ჰარმონიზაცია. 

რეკომენდაცია #3

შემუშავდეს ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს და ანგარიშგებაში ასახავს ფისკალურ საქმიანობებს და საჯარო მომსახურების ვალდებულებებს (PSO). ეს საშუალებას მისცემს სახელმწიფო საწარმოების საქმიანობისა და ეფექტიანობის უფრო ინფორმირებულ შეფასებას. 

რეკომენდაცია #4

გაგრძელდეს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის (FRMD) თანამშრომელთა გაძლიერება და მათი შესაძლებლობების განვითარება სახელმწიფო საწარმოების (SOEs) ფინანსური მაჩვენებლების, დაკავშირებული ფისკალური რისკების ანალიზისა და მფლობელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის მიმართულებით.

რეკომენდაცია #5

გადაიხედოს სახელმწიფო საწარმოების (SOEs) შესახებ კანონპროექტი (SOE Law), რათა მასში მკაფიოდ აისახოს მფლობელობის პრინციპები, დაინტერესებულ მხარეებს შორის პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნა, გამჭვირვალობის წესები და მფლობელობის ფუნქციის მანდატი. 

რეკომენდაცია #6

განახლდეს სახელმწიფო საწარმოთა (SOEs) სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რათა მკაფიოდ განისაზღვროს სახელმწიფო მფლობელობის მიზნები, ინსტიტუციური როლები და რეფორმის პრიორიტეტების თანმიმდევრობა.

რეკომენდაცია #7

შემუშავდეს და დამტკიცდეს რეგულაციები, რომლებიც დაარეგულირებს სახელმწიფო საწარმოთა საბჭოებისა და აღმასრულებელი მენეჯმენტის შერჩევას, დანიშვნას, გათავისუფლებას, ანაზღაურებასა და საქმიანობის შეფასებას.

რეკომენდაცია #8

კორპორატიული მართვის კოდექსი ეტაპობრივად გავრცელდეს მსხვილ სახელმწიფო საწარმოებზე 2026–2029 წლებში, ხოლო 2030 წლიდან სავალდებულო შესრულებით. 

რეკომენდაცია #9

ყოველწლიურად განხორციელდეს კორპორატიული განზრახვების დეკლარაციების (SCI) განხილვა, რათა განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოების და მათი საბჭოების შეზღუდული რაოდენობის მიზნები; ასევე დამკვიდრდეს SOE საბჭოების ყოველწლიური საქმიანობის შეფასება და რეგულარული შეფასებითი პროცესი.

რეკომენდაცია #10

ჩატარდეს მსხვილი სახელმწიფო საწარმოების პორტფელის მასშტაბური ანალიზი, რათა იდენტიფიცირდეს არაძირითადი საქმიანობები მათი გამარტივების, შეწყვეტის ან სხვა უწყებებზე/კომპანიებზე გადაცემის მიზნით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა